გირევი-girevi

girevi-008გირევი მდებარეობს ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე. გირევი საბჭოთა პერიოდში დაცარიელდა. ამჟამად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. Continue reading

ფარსმა-parsma

girevi-001 farsma-007XVIII საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითას თემის ცენტრალური სოფელია. ფარსმას ნასოფლარი მდებარეობს თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კილომეტრში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ბორცვებზე. ფარსმის წვერიანიციხე (ისევე, როგორც გირევის), ბაულელი ქისტი მამა-შვილის აგებულია. მშვიდობიანობის დროს ქისტების მშენებლობაში მოხმარება ჩვეულებრივი რამ ყოფილა. ფარსმაში წმინდა თევდორეს ხატი, საკულტო ძეგლი, მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია გვიანდ. შუასაუკუნეებში. სალოცავი გეგმით (5.3X4.8მ) სწორკუთხა კოშკია. ნაგებია ფიქლით – მშრალად. დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. “თეფა” და “გორიკაცი” – გორივით არის შთენილები, რომლებიც სოფლის მიდამოში, მთის ფერდობზე, დგანან როგორც ზემოთისე ქვემოთ. ქაჩუს მთის გადასასვლელში არის მურთაზის (ალბათ, სოფლის ან თემის, მაშინდელი მეთაური) ჯარის მიერ მისივე ბრძანებით დაყრილი ქვები, რომლებსაც ქვია “ჯარისქვანაგროები”. Continue reading