თუშეთის ფლორა და ფაუნა

doWu 010ფლორა

თუშეთის ტერიტორიები ხასიათდება ფლორისტული მრავალფეროვნებით, ენდემურ და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით, რაც ერთი მხრივ, განპირობებულია ტერიტორიის სიდიდითა და გეოგრაფიული მდებარეობით, მიუხედავად ვერტიკალური სარტყელების მცირე დიაპაზონისა. თუშეთის ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 32000 ჰა-ს. ძირითადად წარმოდგენილია ფიჭვნარით (სოსნოვსკის ფიჭვი) და არყნარით (ლიტვინოვისა და რადეს არყი). მათ ხშირად ეთავსება ისეთი სახეობები, როგორიცაა ცირცელიმდგნალიმურყნარი და სხვა. თუშეთის ტყეებში და მათ გარეთაც მრავლადაა კენკროვანი და ტყის ხილის მცენარეულობა.

თუშეთის ტყეებში გამოიყოფა ტყის ტიპები, რომლებიც სხვაგან თითქმის არ აღნიშნულა: არყნარ-ფიჭვნარი სუბალპური ბალახეულით, არყნარ-ცაცხვნარი ბუჩქნარებით, ფიჭვნარი დეკათი და სხვა. ფიჭვი ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე გვხვდება, რაც კავკასიისათვის უნიკალური შემთხვევაა. თუშეთის ფიჭვნარებს, ოროგრაფიული იზოლირების წყალობით, ჯიშობრივი ცვლილება არ განუცდია. თითქმის ორი მილიონი წლის კარჩაკეტილი ევოლუციის შედეგია აქ მცენარეთა ტიპურებიდან განსხვავებული ფორმების არსებობა, ასეთებია: სოსნოვსკის ფიჭვი, მაჯაღვერი, ტირიფები, თელა და ა. შ.

bziki 001 TuSeTi 007 TuSeTi 008

ფაუნა

მდიდარი სახეობრივი შემადგენლობით გამოირჩევა ცხოველთა სამყარო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მტაცებელთა და წყვილჩლიქოსანთა რიგების წარმომადგენლები. ასეთი სახეობებია: ნიამორი, რომლის არეალიც შემოიფარგლება გომეწრისა და პირიქითის ვიწრო კლდოვანი ხეობებით და დიკლოს ხორხის მიდამოებით; არჩვი — მისი რიცხოვნობა ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედების გამო (ძოვება, ბრაკონიერობა) მკვეთრად შემცირებულია; აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვიირემი, რომლის პოპულაცია ძალიან მცირერიცხოვანია; შველი, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ კავკასიონის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

მტაცებლებიდან პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს წინააზიური ლეოპარდი (ჯიქი), რომელიც მთელ კავკასიაში ერთეული ინდივიდების სახით არის შემორჩენილი პირიქითის ქედის სუბალპურ, ალპურ და სუბნივალურ ზონებში. იგი აღმოჩენილ იქნა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალშიც. ეს ცხოველი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ წიგნშია შეტანილი.

თუშეთში ასევე გავრცელებულია მგელიფოცხვერიდათვი და ა.შ.

ფრინველთა სახეობებიდან აღსანიშნავია კრავიჭამიაშევარდენიშურთხი (მთის ინდაური). ყველა ეს სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ წიგნში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s