თენგიზს

TuSeTi 008ზუგრა აღარ გასონსა, _

იასავით მარცხვინა,
თავზე მანდილ დახვეულ…
ობოლ ქალსა’ ლეკისა,
ტანს გძელ წითელ კაბიან,
გულ-ნისლებში გახვეულ… Continue reading

თუშების გმირი ზეზვა გაფრინდაული

senaqo 009თუშეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ზეზვა გაფრინდაულს გამორჩეული ადგილი უკავია, რადგან მისი ბრძოლები დაკავშირებულია ისეთ პერიოდთან, რომელმაც გადაწყვიტა აღმოსავლეთ საქართველოს ყოფნა–არყოფნის საკითხები.შაჰ–აბასმა ორგზის შემოსევით (1614–1617წწ.) კახეთის სამეფო მიწასთან გაასწორა, 100000 კახელი ტყვედ აიყვანა, ირანში გადაასახლა და თურქმანთა მომთაბარე ტომების ჩამოსახლება გადაწყვიტა, მაგრამ კახეთში გიორგი სააკაძის ხელმძღვანელობით სპარსელების წინააღმდეგ ჩატარებულმა ომებმა ბოლო მოუღო ირანის მბრძანებლის გადაწყვეტილებას.იგივე საკითხი დღის წესრიგში მოგვიანებით კვლავ დადგა და სისრულეშიც იქნა მოყვანილი. იავარქმნილ კახეთში 1659 წელს ჩამოსახლებულ იქნა 15 ათასი კომლი, 100000 თურქმანი მეჯოგე და მისი დიდი ნაწილი ალავერდისა და ალონის ტერიტორიაზე დაასახლეს. Continue reading