იასავით მარცხვინა,
თავზე მანდილ დახვეულ…
ობოლ ქალსა’ ლეკისა,
ტანს გძელ წითელ კაბიან,
გულ-ნისლებში გახვეულ…
ემაგთაივ სევდიან,
დედა თან დატანებულ,
ფიქრ-ჯანღებში ჩახვეულ…
ზუგრა აღარ გასონსა, _
თავის ლეკეთისკ წაის
ბილიკს რო ედგ გახმეულს…
ეთერ თათარაიძე