ტახტიგორა

taxtigori-003უძველესი ტახტიგორის ეკლესიის ნახვა შეიძლება ტახტიგორაზე, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე – ბაწარა-ბაბანეულისა და ილტოს დაცულ ტეროტირიაზე.

2006 წელს გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა და მხოფლიო ბანკის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ტახტიგორაზე თამარ მეფის სახელობის პატარა ეკლესიის (X-XII სს) აღდგენა. ეკლესიის აღდგენაში მონაწილეობდნენ სათემო კავშირი “ლალისყურელი გლეხები”. Continue reading

ნასაყრდრალები

nasaydrali-001სოფელ ზემო ალვანში, ალაზნის პირას, არის შუასაუკუნეების ძეგლი, ამ ძეგლზე ინფორმაცია ფაქრობრივად, ვერ მოვიძიე.

თუმცა ადგილობრივების თქმით, სწორედ, აქ მართავდა თამარ მეფე წვეულებებს.

ახლა აქ ბალახი ბიბინებს და გაუვალ ბილიკებს მეცხვარე თუ გადათელავს თავისი ფარიანად.

სწორედ, იმ გუდამოკიდებულმა მეცხვარემ მოგვიყვა, როგორ იღებდა დიდებული თამარ მეფე ნაზირ-ვეზირებს. ადგილობრივების თქმით, აქ, შაჰ-აბასის დროს, 1660 წელს კახეთის აჯანყება რომ მოხდა, 2 000-მა თუშ-ფშავ-ხევსურმა ბახტრიონი რომ აიღო, სწორედ მაშინ დაუმტკიცა ერეკლე მეფემ თუშებს ალვანი. მაშინ მეფემ თუშების გმირ ზეზვა გაფრინდაულს კითხა, რას ისურვებ რომ გაჩუქოო, ზეზვამ მოითხოვა, რასაც ჩემი ცხენი ბახტრიონიდან შეუსვენებლივ ირბენს, ის მომეციო. ზეზვას ცხენმა ბახტრიონიდან ტახტის ბოგირამდე ირბინა, სულ 24 კილომეტრი, ზეზვას ცხენმა სული განუტევა. Continue reading

ცხრაკარა

cxrakari-001სოფელი ზემო ალვანი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 8 კილომეტრში. ალვანი (ალონი) სოფლების ზემო და ქვემო ალვანის ძველი სახელწოდებაა. მოსახლეობა აქ ადრევე დასახლებულა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ალვანი სანადირო ადგილებით ყოფილა განთქმული. XVI საუკუნეში კახეთის მეფეს – ლევანს (1520-1574 წწ.) – იგი თუშებისათვის უწყალობებია. 1757 წელს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წყალობის სიგელის მიხედვით, თუშები აქ მხოლოდ საძოვრებს იყენებდნენ. XIX საუკუნეში კი მუდმივად დამკვიდრებულან. Continue reading