კვავლო

tusheti 032

სოფელი კვავლო მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 20 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 500 მეტრში. Continue reading

ჩიღო

 

HPIM2356ჩიღოს ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 7–8 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 500 მეტრში.

 

ისტორიული  მიმოხილვა ლეგენდები

XX საუკუნის 20–იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 32 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 147). სოფლის მოსახლე პირველი გვარი ოჩოიძე ყოფილა. ესენი გაიყვნენ ბაკურიძედ და აქიმიძედ. საწყისი გვარი შემდგომ აღარ იხმარებოდა. ჩიღოში ასევე იყვნენ ელანიძეები, მათი შეკედლებული (ხარით შეყრილი) შტო – მეშველიძე; მარხვაიძეები – შტო ტალიურიძე; ბექურიძეები, შტო – ხელაიძე.
“წმინდა თევდორე” რომელსაც “ქავთარე ტოლიკიანის” ჯვარს ეძახიან, კარატის ჯვრის გასწვრივაა, სოფელში. ძველად ქავთარის მთაზე ერთი სალოცავი ჰქონდათ ქისტებს და თუშებს. იმ ადგილას ბევრი იყო ცხოველების რქები. მერე ქისტებს და თუშებს ჩხუბი მოუვიდათ და ამის შემდეგ ქავთარ ტოლიკიანი აიყარა იქიდან და სოფელში ჩამოვიდა და დასახლდა. შემდეგ “წმინდა თევდორე” სალოცავი გამხდარა სოფლისათვის. ტოლიკა ქავთარის წამოსასხამი ტანისამოსი იყო, ნაბდის მაგიერი. Continue reading