თუშეთი

tusheti 033თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. Continue reading

თუშეთის მოკლე ისტორია

HPIM2798თუშეთში განლაგებულია ძველი სოფლები და ნასოფლარები, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიან შუა საუკუნეების ციხეკოშკები, თავად თუშთა მომთაბარე და რომანტიული ცხოვრების წესით და საზაფხულო ხატობა-დღეობებით, მუდამ მრავლად იზიდავდა მნახველს. თუშების სტუმართმოყვარეობა კი ყოველთვის იყო ტურისტის თუ დამთვალიერებლის უსაფრთხოების გარანტი. თუშეთი მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა. ეს მიუვალი მთიანი მხარე დაბალი და მუხლმაგარი თუშური ცხენის და მეცხვარეების ერთგული თანაშემწის – ქართული ნაგაზის სამშობლოა. ჩხვარმეცხვარეობამ თუშეთში სახალხო რეწვის განვითარება გამოიწვია. თუში ქალები მატყლისგან მართლაც რომ საოცრად სადა და ლამაზ, ბუნებრივი საღებავებით შეფერილ ნაკეთობებს ქმნიან – წინდებითა და ჩითებით დაწყებული, თუშური ფარდაგებით დამთავრებული.

თუშეთი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილია. ტურისტებს იზიდავს მისი თვალწარმტაცი ბუნება, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ ტურისტული მომსახურების სხვადასხვა სახით. თუშეთში კეთილმოწყობილია საოჯახო სასტუმროები.

თუშური დაქორწილო წეს ჩვეულებები

HPIM2798საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებით მეტად მდიდარი სპეციალური ლიტერატურა არსებობს დაწყებული თამარის ისტორიკოსიდან და დამთავრებული ჩვენი დროის მკვლევრებით.
ზოგადქართული საქორწილო რიტუალის მსგავსად თუშეთში საქორწილო რიტუალის რამდენიმე საფეხური დასტურდება. ესენია: 1. დაკვალვა-გარიგება, 2. დაწინდვა, ანუ ნიშნობა, 3. საპატარძლოსთან გამოთხოვება, 4. ქორწილი და 5. საპატარძლოს სამუშაოზე გაყვანა.
აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებული ხალხური წეს-ჩვეულებანი და ლექს-სიმღერები საქართველოს ყველა კუთხეს თანაბრად როდი შემორჩენია. რაც ერთგან გამქრალა, მეორე მხარეს დაუცავს და ამდენად, ისინი მაინც ავსებენ ერთურთს და ზოგად ქართულ საქორწილო წეს-ჩვეულებებსა და მის თანმხლებ პოეზიაზე ერთიანი წარმოდგენის შემუშავების შესაძლებლობას გვიქმნიან.
თუშეთში ხატობა-დღეობებში ხდებოდა მშობლების მიერ თავიანთი სარძლო-სასიძოების შერჩევა. თუ მშობლები მოიწონებდნენ ქალ-ვაჟს, მაშინ საქმის მოსაგვარებლად `მარჯაკალს~ (შუამავალს) აგზავნიდნენ.
ქართულ ყოფასა და პოეზიაში განსაკუთრებით გამოკვეთილია `მაჭანკლის~ სახე, მისი ფუნქცია საქორწილო ცერემონიალში. გამწარებული თუში ქალი ასე მოსთქვამს მაჭანკალზე: Continue reading

ლელა თათარააიძე

თათარაიძე ლელა სტეფანეს ასული (1949) 

მომღერალი, ლოტბარი, მესაკრავე. დაიბადა 1949 წლის 3 ივლისს, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, დაბრუნდა რაიონში და მუშაობა დაიწყო ახმეტის რაიონის კულტურის განყოფილებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში მუსიკოსად, სოფელ ზემო ალვანის საშუალო სკოლის მუსიკის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად, თბილისის ფილარმონიის ფოლკლორული ანსამბლისა და საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის ფოლკლორული ანსამბლის სოლისტად. ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “თუშეთი”. 1992 წლიდან მუშაობდა თბილისის მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში მსახიობად და მუსიკალურ გამფორმებლად (გააფორმა “ნუმც რა მოგსჰლია, არწივო, ბუდეი”). პარალელურად შექმნა ქალთა ფოლკლორული ტრიო. წლების განმავლობაში მონაწილეობდა ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში), მიღებული აქვს მრავალი ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება. არაერთხელ მიწვეული იყო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გამორჩეულია მისი მონაწილეობა საფრანგეთში, ქალაქ დისა და მონპელიეში გამართულ ქართული კულტურის დღეებში. Continue reading

ხახაბო

tusheti 026სავარაუდოდ ხახაბო ყველაზე ახალგაზრდა სოფელია პირიქითა ხევსურეთში. გადმოცემით აქ პირველად ხახიაურები მოსულან. როცა შემოსულა ხახიაური დღევანდელი ხახაბოს ტერიტორიაზე იქ ერთი ტაფობიდან ჯიხვები ამოშლილან. მასაც პირველი კოშკი იქ ჩაუდგამს.

ხახიაურები წარმოშობით თუშები არიან. მათი წინაპრები ჯავრეგაულები ყოფილან. ერთი ასეთი ლექსია შემორჩენილი:
ჩამაჯდა ციხის კარშია
ლაგაზი ჯავრეგაული
საპირისპიროს დაუჯდა
დარქოზან დასტორაული

ესროლა დასტორაულმა ისარი და მოკლა ლაგაზი (ხახიაურების წინაპარი). დასტორაული ლეკი იყო. ეს ციხე იყო წყაროსგორ ხოლკარში (ნასოფლარში), ხოლკარს ეძახიან იმ ნასოფლარს რომელიც ზვავმა მოსპო. ხახაბოში კიდევ მამიაურები, მინდიკაურები და ხოსიაურები ცხოვრობდნენ. ესენი ყველანი ფშავლები ყოფილან. Continue reading

ახალი წელი თუშეთში

HPIM2798ახალი წელი საერთაშორისო დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. საქართველოში ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობენ. როგორც ვიცით საქართველო მრავალი კუთხისაგან შედგება და ამკუთხეებისათვის დამახასიათებელია თავიანთი სპეციფიკური რიტუალები ახალი წლის აღსანიშნავად.მე მინდა ყურადღება შევაჩერო თუშეთზე, თუ როგორ ხვდებიან ისინი ახალ წელს.
თუშებისათვის ზამთრის რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის აღნიშვნა, რომელსაც ხალხი თავის ბედსა თუ უბედობას უკავშირებს. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოკოტირს ”ქრისტეს საგძალს”, მამაკაცების სახელზე ”ბაცუკაცს”, ქალებზე ”მრგვალ კვერს”. დისახლისები ასევე აცხობენ სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს ”კერის კვერს”, შემდეგ ამ ყველა კვერს ხონზე დაალაგებენ, ზედვე ადებენ მატყლს, მარილს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. მეკვლეს საახალწლოდ ირჩევს თითოეული ოჯახი, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია ერბო, მატყლი, ყველი და ტკბილეული. ოჯახში შემოსვლისას მეკვლე პურს შემოაგორებს და იტყვის: ”შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა”. ამის შემდეგ ოჯახის წევრები სუფრას მიუსხდებიან და იწყება საახალწლო ქეიფი.

თუშური კილო და კულტურა

tusheti 035თუშური კილო, ფშაურ და ხევსურულ კილოებთან ერთად, ქართული ენის სხვა დიალექტებისაგან უფრო მეტი არქაულობით გამოირჩევა და ეს არქაიზმები პარალელებს ადრეული შუა საუკუნეების ქართული ენის ძეგლებში ჰპოვებს.
აღსანიშნავია, რომ თუშეთის ერთ-ერთი თემი „წოვებიათა“ მეზობელ ვეინახთა (ჩეჩენ– ინგუშეთში) ენის დიალექტზე მეტყველებს.ქრისტიანობა, რომელიც მე-1 4 საუკუნეში საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, საწყის ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, თუშეთში ვერ გავრცელდა. შუა საუკუნეებში კი ქრისტეს რჯული აქ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მაინც გავრცელდა, შეერწყა ადგილობრივ წარმართობას და შეიქმნა სარწმუნოების ერთგვარი სინკრეტული ტიპი.

თუშეთი ტრადიციულად მისდევდა მიწათმოქმედებასა და მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებასა, მაგრამ მაინც წამყვანი წილი მის მეურნეობაში ნომადურ მეურნეობას ეჭირა. ასე იყო ძველად და ასეა ახლა. Continue reading

ისტორიული ძეგლები

tusheti 050თუშეთი ევროპის ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. სოფელი ზემო ომალო გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. აქ თითოეულ ქვასაც კი თავისი ისტორია აქვს.

თუშეთის მშვენიერი გარემოს შეგრძნება ჩვენი სასტუმროდანვე შეგიძლიათ. სასტუმროს გარს აკრავს ულამაზესი პეიზაჟები, თუშური ტრადიციული  ფიქლით (სიპით) ნაწყობი უძველესი სახლები და შუასაუკუნოვანი კესელოს ციხეები. ციხეებში ამჟამად მოთავსებულია თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც თუშეთზე ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.

თუშური კოშკები სათვალთვალოს და თავშესაფარს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნელების თავდასხმებისგან დასაცავად. კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. გვიანი შუა საუკუნეების ციხეკოშკები კარგადაა შემონახული სოფლებსა და ნასოფლარებში. გორაკებზე მცირე ზომის საკულტო ნაგებობებს – სალოცავებს ვხვდებით, მართლმადიდებლური არქიტექტურის ძეგლებსა და აღდგენილ ეკლესიებს.

ნასოფლარი ჰეღო

ნასოფლარი ჰეღო ლაროვნისა და ქვახიდის წყლების შესაყართან მდებარეობს, ისტორიული ცნობების თანახმად სოფელს გარს ერტყა გალავანი. ლეკის ჯარი დიდხანს ცდილობდა მის აღებას, ლეგენდის მიხედვით ლეკებმა მსტოვარი გაგზავნს დაღესტანში მაშენებელ ოსტატთან, რათა ციხის ყველაზე სუსტი ადგილი გაეგოთ. არის თქმულება რომ ციხე და მშენებელი ფიცით ყოფილან შეკრულნი, რომელიც იქაურ მოძღვარს მოუხსნია და მაშენებელსაც გაუცია საიდუმლო. საიდუმლო ერთ თეთრ ქვაში იყო, რომლის გალავნიდან გამოღების შემდეგ მთელი კედელი ჩამოინგრა და ამჟამად იქ შემორჩენილია მხოლოდ ნასახლარები.

 

კესელოს ციხეები

ომალოს ისტორიული უბანი-კესელო წარმოადგენს ციხე-სოფელს. დღესდღეობით შემორჩენილია 7 კოშკი. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სოფელში ორი სალოცავი ნიშაა და ლუდის სახარში შენობა, მიუთითებს იმაზე რომ ეს სოფელი იყო მნიშვნელოვანი დასახლება თუშებისათვის.

კესელოს ერთ-ერთ კოშკში არის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია თუშური საყოფაცხოვრებო ინვენტარი და საბრძოლო იარაღები.