ღვთაება

xvtaeba-004ღვთაების ეკლესია დგას სოფელ ზემო ალვნის ჩრდილოეთით 2,5 კილომეტრზე, ულამაზეს ტყეში. ეკლესიამდე, რომელიც   გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, გზად ღვთისმშობლის სახელობის წყაროცაა.

შორიდანვე ჩანს უგალავნო, უზარმაზარი ჭიშკარი, რომლის მიღმაც ღვთაების უმშვენიერესი ეკლესია დგას, სადაც ამჟამად მიტოვებულ ეკლესიას ღამურები დაპატრონებიან. ადგილობრივების თქმით, ეს შელახული ეკლესია ადრე დანგრევის პირას იყო მისული და რამდენიმე ხნის წინ, ემიგრანტებმა საბერძნეთიდან თანხა შეაკოწიწეს და ეკლესიაც დანგრევას გადაარჩინეს, შეაკეთეს და გადახურეს. თუმცა ისევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რომ ღვთაების ეკლესიამ პირვანდელი სახე დაიბრუნოს და ღამურები სათარეშოდ არ დარჩეს. Continue reading

დანო

 

girevi 009ა) დარბაზი
ბ) მილიონა
გ) გალავანი

3. ადგილმდებარეობა

დანოს ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 15–16 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 400 მეტრში. Continue reading