თუშეთის დაცული ტერიტორიები

tusheti 048თუ ვიტყვით, რომ თუშეთი საქართველოს ის ნაწილია, რომელიც მთლიანად დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული, ალბათ შთაბეჭდილებას მოვახდენთ. თუ ვიტყვით, რომ თუშეთის ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია, ხოლო აქედან 11 სახეობა მხოლოდ საქართველოში მოიპოვება, ამით თქვენს შთაბეჭდილებას კიდევ უფრო გავზრდით. თუ იმასაც დავამატებთ, რომ ეს ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა, ხოლო მათ მეზობლად კავკასიის მეორე ენდემები – კავკასიური შურთხი, დეკიანებსა და არყნარებში კი კავკასიური როჭო ცხოვრობს, და ეს კლდეები ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია, აქვე ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი – შევარდენიც ბინადრობს, ნებისმიერი თქვენგანი სიამაყეს იგრძნობს და კავკასიონის მთებისაკენ ოცნებით გაიხედავს. მაგრამ ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმას, რასაც თუშეთის ნახვისას იგრძნობთ.

Continue reading

გიორგი ანწუხელიძე

xvtaeba 001

ის ერთი ალვანელი ალვასავით მაღალი თუშის ბიჭი იყო. დღეს გმირია. დედამისს დღემდე არ სჯერა რომ ის მკვდარია. და როგორც ორჯერ ორი რომ ოთხია ისე იცის რომ მისი შვილი ცოცხალია. დღემდე ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალსის შვილს დღესაც ელის. ელის რადგან ასე უთხრა ოსის ქალმა, ნათესავმა რომლის შვილიც ოსურ ჯარში მსახურობსთუმცა სხვას ამბობსდეენემი“…

გიორგი ანწუხელიძე ახმეტაში, ალვანში დაიბადა, გაჭირვებულ ოჯახში, 13-იოდე წლის ბიჭი იყო, მეწყერმა მათი სახლი რომ დაანგრია და ოჯახი აიყარა და ვაზიანში გადმოვიდა. მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს რომ მის გმირ მეუღლეს დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ავადმყოფი იყო, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდან დააწვა მძიმე ტვირთი – დედასთან ერთად ის ინახავდა ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას, მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და მას შემდეგ ჯარში მსახურობდა, 24 წლის 18 აგვისტოს უნდა გამხდარიყო… Continue reading

….

diklo 004ყალყზე შეყენებულ უბელო რაშების
ჭიხვინი გაჰკვეთავს ატეხილ დეკიანს,
უდრეკი სულებით დოღში პაექრობა,
სწყურიათ ვაჟკაცებს,მეცხვარის თექიანს.

მწყობრად დაწყობილნი მიჰქრიან მერნები,
ლაჟვარდში ნაპერწკლებს ანთებენ ნალები,
ღიმილლი უხდებათ ახოვან ჭაბუკებს,
და შეუდრეკელი ქორული თვალები.

მთებში გამოზრდილი ლაღი ულაყები,
კლდოვან ბილიკებზე ფლოქვს არ აკარებენ,
შმაგად მოვარდნილი, ხევივით მჩქეფარე,
სისხლით გამარჯვების სურვილს ატარებენ.

მწველი მოლოდინით ივსება სივრცე და
ყველას გამოასწრებს მხედარი ერთ-ერთი,
სწრაფად გადიქროლებს სანიშნე ადგილზე
ძუა გამოკრული გულფიცხი ფეხთეთრი.

წინ მიაგებებენ ჯიხვის რქით ალუდს და
გაოფლილ ბედაურს ბალღებს მიანდობენ,
ძველ თუშთა ჯირითის, მხედრობის ლეგენდებს
ხატები, ბილიკნი, მთები მიამბობენ.

თეა ელანიძე