tusetisken-002ვიწრო ბილიკით მოველ ბარიდან,

გადმოვიარე სამრულის წყალი,

ახლა აღმართზე მივიჩქარი და

გასდევს ხეობებს მშიერი თვალი.

მოდის ბღავილი საჯიხვე მთიდან,

ქედებს ახურავთ მწვანე საბანი,

ჯანღი მოცურავს ბამბაზე წმინდა

დილის ცრემლებით გადანაბანი. Continue reading

tusheti 020ჩრდილი მოესხა ცხოვრებას მაშინ

ჟამიც უზნეოდ თურმე დიოდა,

როცა შენი ხმა მთებიდან მთაში

გოლიათურად გადაჰკიოდა.

როცა ვაჟკაცად შობილის ბარგი

იყო ხმალი და ორბის მხნეობა, —

“ყალჩაღიანი”, გატეხილ წარბით

ბახტრიონისკენ დაჰყევ ხეობას. Continue reading

შეთე გულუხაიძე

tusheti 056შეთე გულუხაისძის შესახებ მრავალი ლეგენდა თუ ზეპირსიტყვიერებაა გავრცელებული. როგორც ეთნოლოგი, მწერალი გიორგი ცოცანიძე განმარტავს: ზეპირი ისტორიების თვისებაა, რომ გმირის შესახებ გადმოცემებს ლეგენდებად აქცევენ და ეს ლეგენდები ძალიან ხშირად მითიურ საბურველშიც იხვევა ხოლმე. თუმცა, ფაქტია, რომ ასეთი პიროვნება რეალურად არსებობდა და საკმაოდ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებშიც აქვს თავისი წვლილი შეტანილი. შეთე თუში გმირია. გმირი თავისი ფიზიკური მონაცემებითა და ცხოვრების წესით: არის მეცხვარე, მეურნე, ტიპური თუში გლეხი. ასევე მეთაური და მონაწილე მაჰმადიან მეზობლებზე მეკოპრული თავდასხმებისა. ამ წესით ცხოვრობდნენ იმ პერიოდში, როგორც თუშეთში, ასევე თუშეთის მეზობელი მთიელი ტომები. როგორც წესი, თუშებიცა და მათი მეზობლებიც ხშირად მიმართავდნენ ურთიერთთავდასხმებს, ძარცვას, ქურდობასაც და მოტაცებასაც. ეს არ ითვლებოდა დანაშაულად. დანაშაული იყო ამგვარი საქციელის ჩადენა თემის შიგნით. ანუ თუშს თუშისთვის არც უნდა მოეპარა, არც ცოლი წაეგვარა, არც მიჯნა გადაეწია და ასე შემდეგ. Continue reading