tusheti 020ჩრდილი მოესხა ცხოვრებას მაშინ

ჟამიც უზნეოდ თურმე დიოდა,

როცა შენი ხმა მთებიდან მთაში

გოლიათურად გადაჰკიოდა.

როცა ვაჟკაცად შობილის ბარგი

იყო ხმალი და ორბის მხნეობა, —

“ყალჩაღიანი”, გატეხილ წარბით

ბახტრიონისკენ დაჰყევ ხეობას.

ქუჩზე მძივებად ეყარა ნამი,

კლდეზე ნიავი ფრთას იკეცავდა;

უშრეტი მაჯა, კუპრიან ღამით

მიერიშე ჩაჩქანს ლეწავდა.

ღამეს ფაფარით გლეჯდა ქურანი,

ლეკის მარჯვენას — შენი ფრანგული

და წითლდებოდა მთები უღრანი,

საკუთარ ფიქრით გადაჟანგული.

იპოხებოდა სისხლით ქარქაში,

მთა სუქდებოდა დახრულ ძვალებით;

წყევლას გიხვევდნენ ჩოხის კალთაში

შავად მოსილი ქისტის ქალები.

დღეს მოგონებაც მისი მახელებს,

რომ აკლდამური სულის სიმშვიდით —

დავლად მოტანილ სისხლიან ხელებს

შუა კერასთან ხარბად ითვლიდი.

გული გიძღოდა იმედით სავსე,

გულდაგულ მტერი აგიკიაფა,

ამბობენ — წესად მოსდევსო ასე;

თურმე ვაჟკაციბდროის ქაფია.

შენც ქაფად გშობა უმზეო დრომა,

დუხჭირ ბედს როგორ გაექცეოდი…

დღეს რომ შეგეძლოს კვლავ

                                      წამოდგომა,

ჯოყოლას ძმურად გადეხვეოდი.

შენი ნაგზური თითქოს გადიწვა,

ამ ცხოვრებიდან ჩრდილად წახვედი —

და უანდერძე ჭაღარა მიწას

შეუპოვარი გმირის სახელი.

ვინც უკვდავების ბაძავს მაგალითს,

ამქვეყნიური ელის დიდება,

ოკეანეში ნაშობ მარგალიტს —

ობი აროდეს მოეკიდება.

შენ ჭიუხებმა გშობეს სხვაგვარი,

სხვაგვარი გქონდა სულისკვეთება —

და შენი სახე ნაჭირმაგარი,

საუკუნეებს გადაენთება,

თუშური მოდგმის ხარ წინაპარი,

მზეზე მანდილად ჩამოფენილი;

დარჩები ჩემთან, როგორც ზღაპარი

გარდასულ დროიდან შემორჩენილი.

 

                                      1937 წელი, თებერვალი.ადამ ბობღიაშვილი (ალვანელი)

                                                          ბ ე ჩ ო.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s