კავკასიონის მთებში მდებარე თუშეთის ისტორია პრეისტორიული ხანიდან იწყება. “ქართლის ცხოვრებისა” და ვახუშტი ბაგრატიონის “საქართველოს ისტორის” მიხედვით თუშეთი ძვ. წელთაღრიცხვის IV-III საუკუნიდან ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შემოდის და მის ჩრდილოეთის საზღვარს წარმოადგენს. აღნიშნული ხანიდან თუშეთშ დაევალა საპასუხისმგებლო მისია – დაეცვა საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთი საზღვარი გარეშე მტრისაგან, რასაც ამ კუთხემ საუკუნეების განმავლობაში წარმატებით გაართვა თავი.
გამუდმებულმა ომებმა და საქართველოს ბარისგან საკმაოდ დაშორებულმა ცხოვრებამ განაპირობა თუში ხალხის უბადლო მეომრებად ჩამოყალიბება. დიდი ვახუშტი წერდა, რომ თუშნი “არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი”, ხოლო მკვლევარმა ი.ციციშვილმა კი თუშები თავისი საქმიანობით შემდეგნაირად დაახასიათა: “არც ერთი ტომი კავკასიის მთიელებს შორის თავისი მამაცობით იმდენჯერ არ ქებულა, რამდენჯერაც თუშები. კავკასიის რომელ კუთხეში არ მოგიყვებიანთ თუშების ვაჟკაცობის შესახებ.” თუშეთის შეუვალობა და მისი ტომის შეუდრეკელობა თუშებმა კარგად გამოხატეს რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძისადმი 1657 წელს მიწერილ წერილში: “ჩვენ მაგარს ალაგას ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის საქართველოს ყაენი ებრძვის და ჩვენ არც შემოგვიშვია ყაენის კაცი და სადაც მოგვიხელებია მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია…”. Continue reading
Daily Archives: ივნისი 5, 2013
ბახტრიონის აჯანყება
გადმოცემის თანახმად, ბახტრიონის აჯანყებაში აქტიური და სამაგალითო მონაწილეობისთვის, მეფეს თუშთა გმირის, ზეზვა გაფრინდაულისთვის უკითხავს: რას მოითხოვ ჯილდოდ, შენი და შენი თანატომელების სამაგალითო გარჯისთვის ამ საღვთო ომშიო. ზეზვას უთქვამს: ბახტრიონიდან ალვანის ველზე ცხენს გავაჭენებ და სადამდისაც ის სირბილით მიაღწევს, ის ტერიტორია მოგვეცი თუშებსო. ცხენს ტახტიგორამდის ურბენია და იქ წაქცეულა. თუშებს დღესაც სჯერათ, რომ ალვანის ველი ზეზვას ცხენმა თავისი „ნაფრენებით” მიუზომა მათ.
ვინ იყო ზეზვა გაფრინდაული და რა როლი მიუძღოდა მას ბახტრიონის აჯანყებაში,
თუშეთში, გომეწრის ხეობაში, გომეწრელთა საერთო სათემო სალოცავის, ხითანის წმიდა გიორგის მისადგომებთან, ტაფობში, რომელსაც სასვენათანას ეძახიან, დევს მთის ბროლის ერთი დიდი ლოდი. ამ ლოდს თუშები, დღესაც, ზეზვას ქვას ეძახიან.როდესაც კახეთში საყოველთაო აჯანყება მზადდება სპარსელების წინააღმდეგ – ცნობილი, 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება. მემატიანე გადმოგვცემს, რომ ზაალ არაგვის ერისთავი განაწყენებული იყო შაჰზე, რომ მან კახეთი საგანმგებლოდ, არა მას, არამედ – ფეიქარ ხანს ჩააბარა. მემატიანის გადმოცემით, ზაალმა მოიმხრო სუფრაჯი ბიძინა ჩოლოყაშვილი და აგრეთვე, მათ „მოიმხრეს მთის კაცნი თუშნი და ღამესა ერთსა, დაეცნენ ციხესა ბახტრიანს და მოსრნეს იქ მყოფნი ელნი პირითა მახვილისათა.” ჩემი აზრით, სწორედ ამ მთის კაცთა მეთაური, რომელიც მიიმხრეს ზაალმა და ბიძინამ, იყო ზეზვა გაფრინდაული. ზემოთ, რომ პატარძლის სამოსი ვახსენეთ, მისი მორგების დროს, Continue reading
თუშური ყველი
საუკეთესო გუდის ყველი მეცხვარეობით განთქმულ მხარეში, თუშეთში მზადდება. დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიური პროცესი ძირითადად შენარჩუნებულია, თუმცა, არსებობს მიზეზები, რის გამოც გუდის ყველის ხარისხი ბოლო 100 წლის განმავლობაში მაინც დაკნინდა.
ეთნოგრაფ გიორგი ბოჭორიძის გადმოცემით, 100 წლის წინ თუშური გუდის ყველი აუცილებლად ნაღებმოუხდელი რძისგან კეთდებოდა, რის გამოც ცხიმიანობით გამოირჩეოდა და ძალიან გემრიელი იყო. სამწუხაროდ, ეს ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პირობა დღეს ზოგჯერ ირღვევა ხოლმე. Continue reading
თუშური დიალექტი
ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ერთ-ერთ წყაროს თუშური დიალექტი წარმოადგენს, რომელიც მდიდარია ძველი და ახალი ლექსიკური ფორმებითა და ენობრივი მოვლენებით. თუშურის ლექსიკაში უფრო მეტადაა დამოწმებული ძველი ქართული ენის ლექსიკის ერთეულები, ვიდრე რომელიმე სხვა დიალექტში. თუშური იმითაც არის საყურადღებო, რომ მასში დღემდე დაცულია ქართველი ერის მატერიალური კულტურის სხვადასხვა დარგის – ტანსაცმლის, იარაღის, ზომა-წონისა და სხვათა სახელწოდებები, ღვთაებათა, დღეთა უძველესი სახელები, რომლებიც დღეს ქართულში გაუჩინარებულია. განსაკუთრებით საინტერესოა მეცხვარეობასთან დაკავშირებული ლექსიკა, რომელიც უხვად შემოგვინახა თუშურმა. Continue reading
თუშური თექა
თექის დამზადების ტექნოლოგია დღემდე დიდ ინტერესს იწვევს ქალბატონებში. მისი დამუშავება და მომზადება საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ შედეგი ყოველთვის საუცხოოა. როგორ დავეუფლოთ ამ ხელსაქმეს და როგორ დავამზადოთ მისგან ტანისამოსი თუ ათასი სხვადასხვა აქსესუარი, .
რა არის თექა?
– თექა ჩვეულებრივი მატყლია, რომლისაგანაც, ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ, საბნებს ამზადებენ. იმისათვის, რომ მან თექის სახე მიიღოს, აუცილებელია მისი საგულდაგულოდ დამუშავება. აი, ეს ყოველივე კი შრომატევადია, თუ არ იცით თექის დამუშავება, გაგიჭირდებათ მისი საბოლოო სახის მიღება. საკმაოდ საინტერესოა ყოველივე და ამავე დროს ულამაზესი.
როგორ მიმდინარეობს თექის დამუშავება?
თექის დამუშავება შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად. პირველ რიგში, იგი უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში, შემდეგ კი ისე გამოვაშროთ, რომ მატყლმა ნესტი არ შეინარჩუნოს. გაშრობის შემდეგ, დავაუთოვოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იგი ძალიან კარგად უნდა გამოშრეს. ეცადეთ მატყლი არ დაწვათ და ისე გააუთოოთ. ასევე თექის დამუშავებაში შედის მისი შეღებვაც. იგი იღებება ბუნებრივი და ხელოვნური საღებავებით. რა თქმა უნდა, სასურველია გამოვიყენოთ ბუნებრივი საღებავები, რადგან ასე დამუშავებული მატყლი უფრო თბილი ფერებით გამოირჩევა, მას ეტყობა, რომ ბუნებრივია და არა ხელოვნურად შეღებილი და ხელოვნური საღებავებით გაჯერებული. გაინტერესებთ, რითი იღებება? ესენია: ბროწეულის ტოტები, კაკლის წენგო, ენდრო და სხვა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასე თექა ფერს დიდხანს ინარჩუნებს და არ ხუნდება. Continue reading