ნახეთ და დაისვენეთ

tusheti 059თუ ვიტყვით, რომ თუშეთი საქართველოს ის ნაწილია, რომელიც მთლიანად დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული, ალბათ შთაბეჭდილებას მოვახდენთ. თუ ვიტყვით, რომ თუშეთის ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია, ხოლო აქედან 11 სახეობა მხოლოდ საქართველოში მოიპოვება, ამით თქვენს შთაბეჭდილებას კიდევ უფრო გავზრდით. თუ იმასაც დავამატებთ, რომ ეს ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა, ხოლო მათ მეზობლად კავკასიის მეორე ენდემები – კავკასიური შურთხი, დეკიანებსა და არყნარებში კი კავკასიური როჭო ცხოვრობს, და ეს კლდეები ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია, აქვე ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი – შევარდენიც ბინადრობს, ნებისმიერი თქვენგანი სიამაყეს იგრძნობს და კავკასიონის მთებისაკენ ოცნებით გაიხედავს. მაგრამ ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმას, რასაც თუშეთის ნახვისას იგრძნობთ.
საქართველოში ერთადერთი დაცული ლანდშაფტი ფუნქციონირებს და ეს თუშეთის ლანდშაფტია, რომლის შექმნაც ამ უნიკალური სოფლების ტრადიციული იერსახის შენარჩუნებამ განაპირობა. თუშეთის ხიბლი ძველი სოფლები და ნასოფლარებია, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიანი შუა საუკუნეების ციხე-კოშკები, რასაც ემატება თუშთა მომთაბარე და რომანტიული ცხოვრების წესი და საზაფხულო ხატობა-დღეობები – ათინგენობები, ნაბად-ფარდაგები, სიმღერები, ლექსები… Continue reading

….

tusheti 017საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. თუშეთს

აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი, დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება. მაღალმთიან ქედებსა და მწვერვალებს პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზანი მიუყვება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში ,სადაც ანდის ყოისუს სახელით კასპიის ზღვაში ჩაედინება

თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა ალაზნის ხეობის ზემო წელის                                                 სოფლებს ”პირიქითი”  ჰქვია, გომეწრის ალაზნის ხეობის სოფლები გომეწრის თემს ეკუთვნიან, იმავე ხეობის შენაკადის წუათას წყლის აუზში მდებარე სოფლები-წოვათის თემს შეადგენენ,ხოლო ჩაღმის თემი ორივე ალაზნის შეერთების აუზშია მოქცეული.აქვეა სოფელი ომალოც-თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

თუშეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნივთები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12-11 საუკუნეებითაა დათარიღებული,მეტყველებს ,იმაზე,რომ ადამიანებს თუშეთის ტერიტორიაზე

უძველესი დროიდან უცხოვრია. თავიანთ ნაშრომებში თუშებს მოიხსენიებენ კლავდიოს პტოლემეოსი და ივანე ჯავახიშვილი.საუკუნეების მანძილზე სახლდებოდნენ საქართველოს მხარეებიდან თუშეთში,ყოველივე ეს კი საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის გამაგრებას უწყობდა ხელს.მას შემდეგ რაც თუშები ბარად ჩამოსახლდნენ და ზემო და ქვემო ალვნების ტერიტორიაზე დასახლდნენ თუშეთი  ზაფხულში ახმიანდება,ზამთარს კი რამოდენიმე  ადამიანიღა თუ ატარებს თუშეთში. Continue reading

თუშური ლუდი(ალუდი)

diklo-001 (1)ზუსტად არავინ იცის, კონკრეტულად რომელ საუკუნეში დაიწყეს თუშეთში თუშური ლუდის, იგივე ალუდის მოდუღება. თუმცა, დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ლუდისმაგვარ სასმელს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ყოველთვის ამზადებდნენ და ამაზე არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი სალუდე ჭურჭელიც მეტყველებს. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ თუშური ალუდი არ არის ლუდი იმ კლასიკური გაგებით, რასაც ლუდი შეიძლება ეწოდოს. როგორც თუშები ამბობენ, ალუდი რაღაც შუალედური ვარიანტია ღვინოსა და ლუდს შორის და თუკი მის ალჰოკოლურ მაღალგრადუსიანობასაც გავითვალისწინებთ, ნათელია, რომ თუშეთში ლუდი ღვინის ალტერნატივა უფრო იყო, ვიდრე ზაფხულის სახალისო სასმელი.

სასწაულმოქმედი ქერი

ნამდვილი ალუდი მხოლოდ და მხოლოდ ქერისაგან უნდა დამზადდეს. წინასწარ გარჩეულ და გასუფთავებულ ქერს, თუშური  დღეობების (ლაშარობა, ათენგენობა და ხხვა…) წინ, ჩაყრიან დიდ რკინის, ანდა ხის ჭურჭელში (კასრი, კოდი, ქვაბი, და სხვა…) დაასხამენ ქერის რაოდენობაზე დაახლოებით 2-ჯერ მეტ წყალს და 3-5 დღის მანძილზე გააჩერებენ. როდესაც ქერი გაღვივდება და ღვიას გამოიტანს, ჭურჭელიდან ამოიღებენ, გაწურავენ, სქლად დაყრიან ჭილობზე, ან სულაც ბრეზენტზე, რათა მცენარემ გაღვივების პროცესი კიდევ გააგრძელოს. ამის შემდეგ, საჭირო გახდება ქერის ხელოვნურად ჩახურება, რაც კეთდება შემდეგნაირად: გაღვივებულ ქერს ერთად გაყრიან, ააკოკოლავებენ, ზემოდან გადააფარებენ თბილ ნაჭრებს, სულ ზემოთ კი დაუტოვებენ პატარა ღია ადგილს. Continue reading