არჩევანი

dowu-005პროფესიონალმა ბლოგერებმა, ტურ-ოპერატორებმა და ტურისტებმა ინტერნეტში მსოფლიოს ის ათი საფეხმავლო მარშრუტი აირჩიეს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ იმის მიუხედავად, რომ მათ ჯერ სახელი არ გაუთქვამთ. სოფელი საფრანგეთში, კონიაკის პროვინციაში, დასახლება სიდნეიდან ორი საათის საფრენ მანძილზე, „კეაჰეა ჰალალო“, ანუ ღმერთების ბაღი ჰავაიზე და თუშეთი – ასეთია ამ მარშრუტების ოთხეული. ათეულში სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, ეგვიპტისა და ევროპის სხვა ქვეყნების დასახლებული პუნქტები შედიან. გამოკითხვა პრესტიჟულმა „Yahoo Travel”- მა ჩაატარა.

ანტისაბჭოთა ორგანიზაცია სამანი

tusheti 050ანტისაბჭოთა ორგანიზაცია სამანი 1942 წლის ზაფხულში მაშინდელი თელავის რაიონის სოფ. ზემო ალვანში შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოსათვის დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. სამანი იშიფრება როგორც – საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.
ეხლა კი ქრონოლოგიურად მივყვეთ მის ჩამოყალიბებას და განვითარებას. სამანის ჩამოყალიბების იდეა დაიბადა ჯერ კიდევ 1941 წელს, განჯის სამხედრო ნაწილში. ამ იდეას სათავეში ედგნენ გიორგი იმერლიშვილი და კოტე ხიმშიაშვილი, რომლებიც ამავე ნაწილში მსახურობდნენ. ანტისაბჭოთა იდეა მალევე განხორციელდა და ორგანიზაციად გადაიქცა თავისი მართველი ორგანოთი და კარგად გააზრებული სამოქმედო გეგმით.
ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი აქტიური წევრი იყო ზემო ალვანელი თუში გიორგი ქადაგიძე, რომელიც იმ წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი იყო. გიორგი ქადაგიძის მეშვეობით ანტისაბჭოთა ორგანიზაციას დაუკავშირდნენ ადამ ბობღიაშვილი და მიხეილ (ფანცალე) იმედაძე.
1941 წლის დეკემბრისათვის საბჭოთა მთავრობამ მათი არსებობის შესახებ შეიტყო და მისი წევრების დაპატიმრება დაიწყო. 1941 დეკემბრის თვიდან 1942 მარტამდე პერიოდში დაპატიმრებული იქნა 37 პიროვნება, მათ შორის გიორგი ქადაგიძე, რომელიც დახვრეტილ იქნა. Continue reading

გაიგე მეტი თუშეთზე

HPIM2356საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი, ხოლო ჩრდილოეთით ჩეჩნეთი ესაზღვრება. თუშეთის დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი მდებარეობს. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები, მაკრატელას წყალგამყოფი ქედით ერთმანეთისგან გამოყოფილ, თუშეთის ორ მთავარ მდინარეში, პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზანებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, შეერთებული მალევე სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში, სადაც ამ მდინარეს ანდის ყოისუს სახელით მოიხსენიებენ, და კასპიის ზღვაში ჩაედინება.

თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰა-ია.

ჰიდრორესურსები თუშეთში.

თუშეთში ორი მდინარეა: გომეწრის (თუშეთის) ალაზანი და პირიქითის ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება სოფ. შენაქოს მიდამოებში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაღესტანში მიედინება ანდის-ყოუსის სახელწოდებით და კასპიის ზღვაში ჩაედინება.  გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითის ალაზანი აწუნთა-თებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ- ზე). Continue reading