პროფესიონალმა ბლოგერებმა, ტურ-ოპერატორებმა და ტურისტებმა ინტერნეტში მსოფლიოს ის ათი საფეხმავლო მარშრუტი აირჩიეს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ იმის მიუხედავად, რომ მათ ჯერ სახელი არ გაუთქვამთ. სოფელი საფრანგეთში, კონიაკის პროვინციაში, დასახლება სიდნეიდან ორი საათის საფრენ მანძილზე, „კეაჰეა ჰალალო“, ანუ ღმერთების ბაღი ჰავაიზე და თუშეთი – ასეთია ამ მარშრუტების ოთხეული. ათეულში სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, ეგვიპტისა და ევროპის სხვა ქვეყნების დასახლებული პუნქტები შედიან. გამოკითხვა პრესტიჟულმა „Yahoo Travel”- მა ჩაატარა.