რაინდის,ვაჟკაცის ხატი მთაში

farsma 008კაი ყმის უპირველეს ღირსებად ხალხს მამულის სიყვარული მიაჩნდა. შეიძლება, კაცი არ იყოს  ფიზიკურად ძლიერი, არც ხმლის ჩაუქად ხმარება იცოდეს, არც თოფის „ლიშანში“  სროლა, მაგრამ სამშობლოს ღალატი არავის ეპატიება:

„ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს მამული, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდა ბუზივით ეხვიოს თავზე მტერია,
არ გადიწყვიტოს იმედი, არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაჰგმობს და დასწყევლის მოძმე ერი და ბერია.“
„…მტერსა რომ მტრობას უწევდეს – ვაჟკაცის შესაფერია.
ვისაც მტრის მტრობა აშინებს, ქვეყნად ის არაფერია.
არც მაუხდება აბჯარი, არც ომში წასასვლელია,
არც ვაჟკაცების ხსენების, არარად ჩასათვლელია.
უნდა გაზარდოს დედამა ვაჟი მტრის გამჯავრებელი,
აუგის მთქმელი არ იყოს, არც ფეხის დამწყნარებელი,
არც აშინებდეს სიკვდილი, სიცოცლის გამმწარებელი.“

 საგმირო-სახოტბო ტიპის ლექსებში აღწერილია გმირთა გარეგნობა; შემკულია ვაჟკაცის თვისებები და სულიერი სილამაზე. ხალხურ პოეზიაში ხშირად გამოჩნდება ხოლმე ქალთა სახეები, რომლებიც ნატრობენ თავიანთთვის სასურველ სატრფოებს: Continue reading

დართლოს აკლდამები

tusheti 038თუშეთში, ულამაზეს სოფელ დართლოსთან ძველისძველი სასაფლაოა. დროთა განმავლობაში საფლავის ქვებს ხავსი მოჰკიდებია, მაგრამ მაინც ვერაფერს წაუშლია ამოტვიფრული წარწერა “უფალო შემიწყალე!” თუმცაღა ლოდები დროდადრო მიწაში კიდევ უფრო ეფლობა.

 “ძველად ჩვენი ხალხი ცდილობდა საფლავის ქვაზე ისეთი რამ დაეწერათ, რაც განსასვენებლის პატრონსაც წაადგებოდა და წამკითხველსაც. ამიტომაც კაწრავდნენ უფლის სავედრებლებს ქვებზე. ახლა, როცა ამ წარწერებს კითხულობ, შეწყალებას შესთხოვ ღმერთს, როგორც აქ განსვენებულთა, ასევე შენი სახელით. ძველებისგან მსმენია, თუ საფლავის ქვასაც მიწა დაფარავს, სააქაოდან ხმას ვეღარ მოგაწვდენთ და ეს ძალიან ცუდის ნიშანი იქნებაო.

ამათ ზოგი აკლდამებს ეძახის, ზოგიც საყდრებს. შიგნით ორიოდე კაცი ძლივს დაეტევა, ისიც წელში მოხრილი,  “თუშები დიდხანს გარდაცვლილის ნეშტს უწმინდურად თვლიდნენ. მიაჩნდათ, რომ სხეული კი არ იყო მთავარი, არამედ ის, რაც სხეულს ტოვებდა. სულგაცლილ სხეულს მალევე მარხავდნენ, სულისთვის კი ყველა დროში სხვადასხვანაირად ირჯებოდნენ. ერთხელაც ამ სოფლის მკვიდრი ულამაზესი და-ძმა მდინარის პირას დაუხოცავთ ლეკებს. მწუხარებისგან შეშლილა დედა და თურმე შვილების დამარხვის უფლებას არ იძლეოდა. ოჯახის უფროსს სასწრაფოდ აუგია ეს ორი აკლდამა და-ძმის დასასვენებლად. ამბობენ, ცხედრები აკლდამებში რომ დაასვენეს, იმ დღეს დაუწყია თოვა და დიდხანს აღარ შეწყვეტილაო. მწუხარე დედა სახლიდან აკლდამებამდე ცხელი ცრემლებით ალღობდა თოვლს და მისი კვალი გაყინვას ვერ ასწრებდაო. ზამთარს დიდხანს შეუნახავს დედისთვის შვილები. მერე ისიც გარდაცვლილა და ერთად დაუმარხავთ ამ სასაფლაოზე”. Continue reading

ინფორმაცია ტურისტებისთვის

  • tusetisken-004 (1) თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშავლიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის (2926 მ.) გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზეც გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეთა ნაშალისაგან.
  • თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი, მაღალბორბლიანი ტრანსპორტით არის შესაძლებელი.
    თბილისიდან თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე (სოფ. ომალო) 206 კმ-ია.
    თბილისი – თელავი 102 კმ. (გომბორის გავლით)
    თელავი – სოფელი ფშაველი 32 კმ.
    სოფელი ფშაველი – ომალო 72 კმ ( ფშაველი – ომალოს გზის 72 – კილომეტრიანი მონაკვეთის გავლას მანქანა 4-5 საათს Continue reading