ნასოფლარი ჰეღო

ნასოფლარი ჰეღო ლაროვნისა და ქვახიდის წყლების შესაყართან მდებარეობს, ისტორიული ცნობების თანახმად სოფელს გარს ერტყა გალავანი. ლეკის ჯარი დიდხანს ცდილობდა მის აღებას, ლეგენდის მიხედვით ლეკებმა მსტოვარი გაგზავნს დაღესტანში მაშენებელ ოსტატთან, რათა ციხის ყველაზე სუსტი ადგილი გაეგოთ. არის თქმულება რომ ციხე და მშენებელი ფიცით ყოფილან შეკრულნი, რომელიც იქაურ მოძღვარს მოუხსნია და მაშენებელსაც გაუცია საიდუმლო. საიდუმლო ერთ თეთრ ქვაში იყო, რომლის გალავნიდან გამოღების შემდეგ მთელი კედელი ჩამოინგრა და ამჟამად იქ შემორჩენილია მხოლოდ ნასახლარები.

 

კესელოს ციხეები

ომალოს ისტორიული უბანი-კესელო წარმოადგენს ციხე-სოფელს. დღესდღეობით შემორჩენილია 7 კოშკი. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სოფელში ორი სალოცავი ნიშაა და ლუდის სახარში შენობა, მიუთითებს იმაზე რომ ეს სოფელი იყო მნიშვნელოვანი დასახლება თუშებისათვის.

კესელოს ერთ-ერთ კოშკში არის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია თუშური საყოფაცხოვრებო ინვენტარი და საბრძოლო იარაღები.

გირევის ციხე

გირევის ციხე-სიმაგრე მდებარეობს ისტორიულ თუშეთში. კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ქიმზე, სოფელი ომალოდან 50 კილომეტრის დაშორებით. თუშეთის ეს ადგილი ცნობილია ხელუხლებელი ბუნებით, მშვენიერი სოფლებით და ძველი კოშკებით. გირევიდან დასავლეთით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს ხუთსართულიანი კოშკი. მეორე კოშკი მდებარეობს სამხრეთით.