ახალი წელი თუშეთში

HPIM2798ახალი წელი საერთაშორისო დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. საქართველოში ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობენ. როგორც ვიცით საქართველო მრავალი კუთხისაგან შედგება და ამკუთხეებისათვის დამახასიათებელია თავიანთი სპეციფიკური რიტუალები ახალი წლის აღსანიშნავად.მე მინდა ყურადღება შევაჩერო თუშეთზე, თუ როგორ ხვდებიან ისინი ახალ წელს.
თუშებისათვის ზამთრის რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის აღნიშვნა, რომელსაც ხალხი თავის ბედსა თუ უბედობას უკავშირებს. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოკოტირს ”ქრისტეს საგძალს”, მამაკაცების სახელზე ”ბაცუკაცს”, ქალებზე ”მრგვალ კვერს”. დისახლისები ასევე აცხობენ სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს ”კერის კვერს”, შემდეგ ამ ყველა კვერს ხონზე დაალაგებენ, ზედვე ადებენ მატყლს, მარილს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. მეკვლეს საახალწლოდ ირჩევს თითოეული ოჯახი, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია ერბო, მატყლი, ყველი და ტკბილეული. ოჯახში შემოსვლისას მეკვლე პურს შემოაგორებს და იტყვის: ”შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა”. ამის შემდეგ ოჯახის წევრები სუფრას მიუსხდებიან და იწყება საახალწლო ქეიფი.

თუშური კილო და კულტურა

tusheti 035თუშური კილო, ფშაურ და ხევსურულ კილოებთან ერთად, ქართული ენის სხვა დიალექტებისაგან უფრო მეტი არქაულობით გამოირჩევა და ეს არქაიზმები პარალელებს ადრეული შუა საუკუნეების ქართული ენის ძეგლებში ჰპოვებს.
აღსანიშნავია, რომ თუშეთის ერთ-ერთი თემი „წოვებიათა“ მეზობელ ვეინახთა (ჩეჩენ– ინგუშეთში) ენის დიალექტზე მეტყველებს.ქრისტიანობა, რომელიც მე-1 4 საუკუნეში საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, საწყის ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, თუშეთში ვერ გავრცელდა. შუა საუკუნეებში კი ქრისტეს რჯული აქ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მაინც გავრცელდა, შეერწყა ადგილობრივ წარმართობას და შეიქმნა სარწმუნოების ერთგვარი სინკრეტული ტიპი.

თუშეთი ტრადიციულად მისდევდა მიწათმოქმედებასა და მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებასა, მაგრამ მაინც წამყვანი წილი მის მეურნეობაში ნომადურ მეურნეობას ეჭირა. ასე იყო ძველად და ასეა ახლა. Continue reading

ისტორიული ძეგლები

tusheti 050თუშეთი ევროპის ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. სოფელი ზემო ომალო გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. აქ თითოეულ ქვასაც კი თავისი ისტორია აქვს.

თუშეთის მშვენიერი გარემოს შეგრძნება ჩვენი სასტუმროდანვე შეგიძლიათ. სასტუმროს გარს აკრავს ულამაზესი პეიზაჟები, თუშური ტრადიციული  ფიქლით (სიპით) ნაწყობი უძველესი სახლები და შუასაუკუნოვანი კესელოს ციხეები. ციხეებში ამჟამად მოთავსებულია თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც თუშეთზე ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.

თუშური კოშკები სათვალთვალოს და თავშესაფარს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნელების თავდასხმებისგან დასაცავად. კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. გვიანი შუა საუკუნეების ციხეკოშკები კარგადაა შემონახული სოფლებსა და ნასოფლარებში. გორაკებზე მცირე ზომის საკულტო ნაგებობებს – სალოცავებს ვხვდებით, მართლმადიდებლური არქიტექტურის ძეგლებსა და აღდგენილ ეკლესიებს.