ლელა თათარააიძე

თათარაიძე ლელა სტეფანეს ასული (1949) 

მომღერალი, ლოტბარი, მესაკრავე. დაიბადა 1949 წლის 3 ივლისს, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, დაბრუნდა რაიონში და მუშაობა დაიწყო ახმეტის რაიონის კულტურის განყოფილებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში მუსიკოსად, სოფელ ზემო ალვანის საშუალო სკოლის მუსიკის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად, თბილისის ფილარმონიის ფოლკლორული ანსამბლისა და საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის ფოლკლორული ანსამბლის სოლისტად. ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “თუშეთი”. 1992 წლიდან მუშაობდა თბილისის მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში მსახიობად და მუსიკალურ გამფორმებლად (გააფორმა “ნუმც რა მოგსჰლია, არწივო, ბუდეი”). პარალელურად შექმნა ქალთა ფოლკლორული ტრიო. წლების განმავლობაში მონაწილეობდა ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში), მიღებული აქვს მრავალი ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება. არაერთხელ მიწვეული იყო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გამორჩეულია მისი მონაწილეობა საფრანგეთში, ქალაქ დისა და მონპელიეში გამართულ ქართული კულტურის დღეებში. Continue reading

ხახაბო

tusheti 026სავარაუდოდ ხახაბო ყველაზე ახალგაზრდა სოფელია პირიქითა ხევსურეთში. გადმოცემით აქ პირველად ხახიაურები მოსულან. როცა შემოსულა ხახიაური დღევანდელი ხახაბოს ტერიტორიაზე იქ ერთი ტაფობიდან ჯიხვები ამოშლილან. მასაც პირველი კოშკი იქ ჩაუდგამს.

ხახიაურები წარმოშობით თუშები არიან. მათი წინაპრები ჯავრეგაულები ყოფილან. ერთი ასეთი ლექსია შემორჩენილი:
ჩამაჯდა ციხის კარშია
ლაგაზი ჯავრეგაული
საპირისპიროს დაუჯდა
დარქოზან დასტორაული

ესროლა დასტორაულმა ისარი და მოკლა ლაგაზი (ხახიაურების წინაპარი). დასტორაული ლეკი იყო. ეს ციხე იყო წყაროსგორ ხოლკარში (ნასოფლარში), ხოლკარს ეძახიან იმ ნასოფლარს რომელიც ზვავმა მოსპო. ხახაბოში კიდევ მამიაურები, მინდიკაურები და ხოსიაურები ცხოვრობდნენ. ესენი ყველანი ფშავლები ყოფილან. Continue reading