ლელა თათარააიძე

თათარაიძე ლელა სტეფანეს ასული (1949) 

მომღერალი, ლოტბარი, მესაკრავე. დაიბადა 1949 წლის 3 ივლისს, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, დაბრუნდა რაიონში და მუშაობა დაიწყო ახმეტის რაიონის კულტურის განყოფილებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში მუსიკოსად, სოფელ ზემო ალვანის საშუალო სკოლის მუსიკის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად, თბილისის ფილარმონიის ფოლკლორული ანსამბლისა და საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის ფოლკლორული ანსამბლის სოლისტად. ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “თუშეთი”. 1992 წლიდან მუშაობდა თბილისის მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში მსახიობად და მუსიკალურ გამფორმებლად (გააფორმა “ნუმც რა მოგსჰლია, არწივო, ბუდეი”). პარალელურად შექმნა ქალთა ფოლკლორული ტრიო. წლების განმავლობაში მონაწილეობდა ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში), მიღებული აქვს მრავალი ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება. არაერთხელ მიწვეული იყო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გამორჩეულია მისი მონაწილეობა საფრანგეთში, ქალაქ დისა და მონპელიეში გამართულ ქართული კულტურის დღეებში. ლელა თათარაიძეს ხშირად იწვევენ კინოსა და თეატრში მუსიკალური გაფორმება-გახმოვანებისათვის, აქვს ჩანაწერები ტელე-რადიო ფონდებში; არის მრავალი სიმღერისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორი, დაამუშავა მრავალი თუშური მელოდია. 1988 წელს ფირმა “მელოდიამ” გამოსცა გრამფირფიტა “ვერცხლის თასადამც მაქცია” (სოლო). 1999 წელს ჰოლანდიაში – ამსტერდამში – ტრიოსთან ერთად გამოიცა ლელა თათარაიძის ლაზერული დისკი “დილის ჯანღი”; 2002 წლის მაისში კვარტეტ “კესანესთან” ერთად მიიწვიეს საფრანგეთში და აირჩიეს ქალაქ დომ-რემის საპატიო მოქალაქედ. ამავდროულად, პარიზში გამოიცა მათი ლაზერული დისკი; 2005 წლის მარტში თბილისში გამოიცა ლელა თათარაიძის სოლო ლაზერული დისკი `სამციხის ღამე~. 2008 წელს გამოიცა მეუფე ზენონის (იარაჯული) მიერ შესრულებული ლელას სიმღერების აუდიო დისკი. ამჟამად არის ფოლკლორულ ანსამბლ “კელაპტარის” სოლისტი; პარალელურად ხელმძღვანელობს კვარტეტ “კესანეს”. ბევრს მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში – როგორც გარმონზე უბადლო შემსრულებელი და სოლისტი მომღერალი. ლელა თათარაიძის საავტორო რეპერტუარი: “ვერცხლის თასადამც მაქცია”, “ლომო, შე ლომის მოკლულო”, “ცხრაჯერ ჩავშალე”, “ზენ ბაცალიგოს”, “მახკვდია, ბეჩავო იერემო”, “ვერკვლის ციხე”, “სამშობლო” (“ირემს რად უყვარს წყარონი”), “ვაჟაო”, “შენმა სურვილმა დამლია”, “შავ-ჯავრო”, “ჯავრო”, “ჯანღი”, “ნეტა თქვენ”, “მწირულა’ო”, “გშორდები, ფიქრი მატულობს” და სხვა. – See more at: http://www.folk.ge/index.php?pg=mn&idm=1&idms=9&idmss=9&id=326#sthash.uf0JtHQG.dpuf

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s