თუშური დაქორწილო წეს ჩვეულებები

HPIM2798საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებით მეტად მდიდარი სპეციალური ლიტერატურა არსებობს დაწყებული თამარის ისტორიკოსიდან და დამთავრებული ჩვენი დროის მკვლევრებით.
ზოგადქართული საქორწილო რიტუალის მსგავსად თუშეთში საქორწილო რიტუალის რამდენიმე საფეხური დასტურდება. ესენია: 1. დაკვალვა-გარიგება, 2. დაწინდვა, ანუ ნიშნობა, 3. საპატარძლოსთან გამოთხოვება, 4. ქორწილი და 5. საპატარძლოს სამუშაოზე გაყვანა.
აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებული ხალხური წეს-ჩვეულებანი და ლექს-სიმღერები საქართველოს ყველა კუთხეს თანაბრად როდი შემორჩენია. რაც ერთგან გამქრალა, მეორე მხარეს დაუცავს და ამდენად, ისინი მაინც ავსებენ ერთურთს და ზოგად ქართულ საქორწილო წეს-ჩვეულებებსა და მის თანმხლებ პოეზიაზე ერთიანი წარმოდგენის შემუშავების შესაძლებლობას გვიქმნიან.
თუშეთში ხატობა-დღეობებში ხდებოდა მშობლების მიერ თავიანთი სარძლო-სასიძოების შერჩევა. თუ მშობლები მოიწონებდნენ ქალ-ვაჟს, მაშინ საქმის მოსაგვარებლად `მარჯაკალს~ (შუამავალს) აგზავნიდნენ.
ქართულ ყოფასა და პოეზიაში განსაკუთრებით გამოკვეთილია `მაჭანკლის~ სახე, მისი ფუნქცია საქორწილო ცერემონიალში. გამწარებული თუში ქალი ასე მოსთქვამს მაჭანკალზე: Continue reading