თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალ სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის გავლით (2 926 მ) ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის განმავლობაში რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაშიც ტრაქტორების საშუალებით გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეების ნაშალისგან. თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი, მაღალბორბლიანი ტრანსპორტითაა შესაძლებელი. თბილისიდან ომალომდე ჩასვლას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.
სოფელი ომალო ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო, ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. Continue reading