სტუმარმასპინძლობა

ცხენოსანი მგზავრი სოფლის სიახლოვეს ჩამოქვეითდება და ვიდრე არ გასცდება სოფელს, ცხენ- ზე არ  შეჯდება. ეს წესი Dდღესაც ცოცხალია  და  მას გულდასმით   იცავენ.   მის   დაცვას   ელიან   სტუმრისაგანაც.
სოფელზე ამხედრებული გავლა ტრადიციულ საზოგადოებაში მოძალადე მტერთან იყო  ასოცირებული და სოფლის შეურაცხყოფას ნიშნავდა. შემდგომში ამ ჩვეულებამ დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა და სოფლის მიმართ კეთილგანწყობის უსიტყვო გამოხატ- ულებისა და მისალმების ჟესტის მნიშვნელობა შეიძინა.

Continue reading

ადათ-წესები

 თუშეთში, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ბარად ჩასახლდა და ახალი ცხოვრების რიტმში ჩაება, ბევრი ტრადიცია წარსულს ჩაბარდა, ბევრმა ცვლილება განიცადა, მაგრამ ბევრი ტრადიცია დღესაც ცოცხალია. თუშურ ქორწილში დღესაც მოაქვს დედისძმას ჯვარი. დედისძმობის ინსტიტუტი დღესაც დიდ როლს თამაშობს მიცვალებულთა რიტუალებში. ზაფხულის საღმრთო დღესასწაულების ციკლი “ათნიგენობა” დღესაც ისევე საზეიმო ვითარებაში ტარდება თუშეთის სოფლებში, როგორც უწინ. იხარშება ალუდი, იკვლება საკლავი, გარმონზე შესრულებული ადგილობრივი მელოდიებით ტკბებიან სტუმრები.

Continue reading

ლეგენდა

დევების წყარო
“ხახა” სოფ. ვეძისხევის მიტოვებული სალოცავია. სოფ. კოკლათის ზემოთ, პატარა ქედის თხემზე არის მოქმედი სალოცავი “აფორა”. ხახისა და აფორის დრეობა ერთ დღეს სცოდნიათ.
 
ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით აფორას სალოცავთან ამოთხრილ ორმოში ჭედილას ისე ჩააყენებდნენ, რომ შიგ ჩამდგარ ჭედილას ზურგი მიწის ზწდაპირზე უსწორდებოდა. ხახიდან გამოაქცევდნენ ცხენებს და მხედარს ცხენდაცხენ ეს ჭედილა უნდა აეტაცებინა. ვინც ამას შეძლებდა, ცხვარიც მისი იყო,ხახასა და აფორას შორის გაშლილი ვაკეა, რომელზედაც არის ჭაობიანი ადგილი “დევების წყერო”. გადმოცემით, დოღის დროს ერთ დედისერტა ბიჭს ცხენი შევარდნია და თავის ცხენიანად დევების წყაროში დანთქმულა. ჭაობის ზედაფირზე მხოლოდ ქუდი და მათრახი დარჩენილა. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ ხახისა და აფორის დღეობა გაუქმებულა.