ადათ-წესები

 თუშეთში, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ბარად ჩასახლდა და ახალი ცხოვრების რიტმში ჩაება, ბევრი ტრადიცია წარსულს ჩაბარდა, ბევრმა ცვლილება განიცადა, მაგრამ ბევრი ტრადიცია დღესაც ცოცხალია. თუშურ ქორწილში დღესაც მოაქვს დედისძმას ჯვარი. დედისძმობის ინსტიტუტი დღესაც დიდ როლს თამაშობს მიცვალებულთა რიტუალებში. ზაფხულის საღმრთო დღესასწაულების ციკლი “ათნიგენობა” დღესაც ისევე საზეიმო ვითარებაში ტარდება თუშეთის სოფლებში, როგორც უწინ. იხარშება ალუდი, იკვლება საკლავი, გარმონზე შესრულებული ადგილობრივი მელოდიებით ტკბებიან სტუმრები.

 
ტურიზმის განვითარებამ გამოაცოცხლა თითქმის მივიწყებული ხელსაქმის დარგები – ქსოვა, თელვა, ხეზე კვეთა, მჭედლობა, კეხების კეთება და ა.შ.
 1930-იან წლებამდე თუშეთში ხმარებაში იყო ურთიერთმისალმების     ტრადიციული     ფორმები, რომელშიც ქალისა და მამაკაცის ცხოვრების გენდერული და სოციალური თავისებურებანი იყო აღბეჭდილი.გახარება! ესალმებოდა კაცი ქალს. ღმერთმა გადღეგრძელოს! პასუხობდა ქალი. დღეგრძელობა შენ! ესალმებოდა ქალი კაცს.`ღმერთმა  გაგახაროს! პასუხობდა კაცი. გამარჯობა შენ!  ესალმებოდა კაცი კაცს. გაგიმარჯოს შენ! პასუხობდა.  გახარება! ესალმებოდნენ ქალები ერთმანეთს. 1930-იანი    წლებიდან    დამკვიდრდა    ურთიერთ მისალმების  ერთგვაროვანი  ფორმა  ორივე  სქესისათვის უფრო მდგრადი აღმოჩნდა და დღესაც ხმარებაშია: გიბედიანოსთ ახალი ყვავილები!  ულოცავენ ქორ წილში ახლობლებს. დაშვერით, ბიჭებო!  მიმართავენ  კაცები ერთიმეორეს მიცვალებულის თავზე. `წყალობა ჯვარისათ!  მიმართავენ ჯვარში მყოფთ და ღმერთმა  წყალობა ნუ  მოგიშალოსთ! ან  თქვენიმც მწყალობელი იქნება  პასუხობენ.  აქა მშვიდობა!  იტყვის სტუმარი ოჯახში შესვლისას და  ღმერთმა მშვიდობა  მოგცესო   პასუხობს  მასპინძელი.  გზა მშვიდობისა!  ემშვიდობება მასპინძელი  სტუმარს  და  თქვენაც  მშვიდობით  იყვენთო  უბრუნებს  პასუხს სტუმარი .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s