სტუმარმასპინძლობა

ცხენოსანი მგზავრი სოფლის სიახლოვეს ჩამოქვეითდება და ვიდრე არ გასცდება სოფელს, ცხენ- ზე არ  შეჯდება. ეს წესი Dდღესაც ცოცხალია  და  მას გულდასმით   იცავენ.   მის   დაცვას   ელიან   სტუმრისაგანაც.
სოფელზე ამხედრებული გავლა ტრადიციულ საზოგადოებაში მოძალადე მტერთან იყო  ასოცირებული და სოფლის შეურაცხყოფას ნიშნავდა. შემდგომში ამ ჩვეულებამ დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა და სოფლის მიმართ კეთილგანწყობის უსიტყვო გამოხატ- ულებისა და მისალმების ჟესტის მნიშვნელობა შეიძინა.

მომთაბარე ცხოვრების რთულ პირობებში ჩამოყალიბებულმა მწყემსის შინაგანმა ბუნებამ კარგად უწყის სტუმარმასპინძლობის ფასი და მგზავრისადმი თანადგომის მნიშვნელობა. ამასთან ერთად, სტუმარმასპინძლობის ადათი ცოდვა   მადლის ქმნის  რელიგიურ მოტივაციასთანაც  იყო  დაკავშირებული.  სწამდათ,  რომ სტუმარი ღვთისაა, რომლის ფეხსაც ანგელოზის კვალი მოჰყვება თან. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახშიო, იტყვის სტუმარი. მშვიდობა ოჯახს, უსურვებს, როგორც კი გადააბიჯებს კარის ზღურბლს და დაულოცავს ფუძის, კერისა და ჭერის ანგელოზებს.სტუმრისათვის თავიდანვე საცნაური ხდება მის მიმართ სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება. იგი  თავს სრულიად  დაცულად  და შინაურულად გრძნობს. ამასთან, თუკი სტუმარი შეუფერებლად იქცე ვა  და მისი ქცევა თუშების მორალურ და ტრადიციულ ნორმებს ეწინააღმდეგება, შეიძლება მალე გარიყულად და უგულებელყოფილად, თუმცა კი მაინც უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. მის მიმართ კვლავ კეთილგანწყობას გამოხატავენ, ამასთან, ჩნდება უჩინარი ბარიერი.
   თუშური სადღეგრძელოები სამ კატეგორიად იყოფა  ღვთის სადიდებლები, მიცვალებულთა შესანდობრები და ცოცხალთა სადღეგრძელოები. სადღეგრძელოთა თანაფარდობა და თანმიმდევრობა იცვლება იმისდა მიხედვით, სუფრა სალხინოა თუ ჭირისა.
ქართულ ტრადიციულ და ორიგინალურ სადღეგრძელოებში თუშებიდან შესულია ცოდვილა უპატრონოთა შესანდობარი. იგი იმათი მოსაგონარია, ვისაც ოჯახიდან მომხსენიებელი არ დარჩა ამქვეყნად. დაუწერელი კანონის თანახმად,  ცოდვილა-უპატრონოთა შესანდობარის წარმოთქმის შემდეგ სასმელი ბოლომდე იცლება.სოფლების შეძმავება

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s