ომალო

თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალ სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის გავლით (2 926 მ) ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის განმავლობაში რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაშიც ტრაქტორების საშუალებით გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეების ნაშალისგან. თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი, მაღალბორბლიანი ტრანსპორტითაა შესაძლებელი. თბილისიდან ომალომდე ჩასვლას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.

სოფელი ომალო ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო, ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. Continue reading

თუშეთის ტურისტული პოტენციალი

თუშეთი თავისი თოვლიანი მწვერვალებით, გაშლილი მთებითა და საძოვრებით, უნიკალური ფიჭვის ტყეებით, კამკამა ნაკადულებითა და წყალუხვი მდინარეებით, ძველი სოფლებითა და ნასოფლარებით, მუდამ იზიდავდა მნახველს. ახლაც უამრავი ტურისტი და მოგზაური სტუმრობს, როგორც საქართველოდან, საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც. Continue reading

წოვა-თუშები ქართულ სოციოკულტურულ სამყაროში

  ისტორიულად თუშები ცხოვრობდნენ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მთიანეთში ოთხ საზოგადოებაში: წოვა, გომეწარი, პირიქითი, ჩაღმა; მათგან  წოვები  და, ნაწილობრივ, პირიქითელები მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ, რამდენადაც ოდითგანვე მათ სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენდა  მეცხვარეობა. ამან განაპირობა წოვა–თუშების სოფლების გაშენება როგორც მთაში, ისე ბარში.  მთაში მათ ჰქონდათ სოფლები: ინდურთა, მოზართა, ეთელტა, ნაზართა, წარო, შავწყალა, საგირთა დანადირთა,  ბარში კი, პანკისის ხეობაში: ომალო, ხალაწანი, ბაწარა, ბირკიანი და სხვაალვანის ველზე – ბახტრიონი, წიწალყურე, მუხროვანი, გურგალჭალა, ოთხთვალა, ალონი, ლაფანყურე და ბაიჩლაყურე. სტიქიური უბედურებების გამო (1861 წელს წაილეკა წოვათის სოფელი საგირთა) მოსახლეობამ  თუშეთიდან  ნელ-ნელა ბარში გადმოსახლება დაიწყო და ძირითადად ალვნის ველზე, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, დამკვიდრდა. ეს ადგილები ჭაობიანი იყო, ამიტომ XX საუკუნის დასაწყისში მათ ააშენეს პირველი გეგმიური სოფელი  –  ალვანი,  რომელსაც შემდგომ ზემო-ალვანი დაერქვა,  რამდენადაც მოგვიანებით აშენდა ჩაღმების სოფელი – ქვემო-ალვანი. წოვა-თუშები არიან მართმადიდებლები დღიდან საქართველოს გაქრისტიანებისა; ეწევიან საკუთარ სამეურნეო საქმიანობას (მეცხვარეობას), რაც მათ აძლევს საშუალებას, შექმნან იმდენი სიმდიდრე, რომ თვითონაც  იცხოვრონ და სახელმწიფოს ხაზინაშიც   შეიტანონ თავიანთი წვლილი.

Continue reading