ლეგენდა

დევების წყარო
“ხახა” სოფ. ვეძისხევის მიტოვებული სალოცავია. სოფ. კოკლათის ზემოთ, პატარა ქედის თხემზე არის მოქმედი სალოცავი “აფორა”. ხახისა და აფორის დრეობა ერთ დღეს სცოდნიათ.
 
ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით აფორას სალოცავთან ამოთხრილ ორმოში ჭედილას ისე ჩააყენებდნენ, რომ შიგ ჩამდგარ ჭედილას ზურგი მიწის ზწდაპირზე უსწორდებოდა. ხახიდან გამოაქცევდნენ ცხენებს და მხედარს ცხენდაცხენ ეს ჭედილა უნდა აეტაცებინა. ვინც ამას შეძლებდა, ცხვარიც მისი იყო,ხახასა და აფორას შორის გაშლილი ვაკეა, რომელზედაც არის ჭაობიანი ადგილი “დევების წყერო”. გადმოცემით, დოღის დროს ერთ დედისერტა ბიჭს ცხენი შევარდნია და თავის ცხენიანად დევების წყაროში დანთქმულა. ჭაობის ზედაფირზე მხოლოდ ქუდი და მათრახი დარჩენილა. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ ხახისა და აფორის დღეობა გაუქმებულა.

თუშეთი – კუთხე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

tusheti 047რეიტინგში, სათაურით “12 ადგილი, რომელთა შესახებაც არ გსმენიათ” – თუშეთს მეხუთე ადგილი უკავია და ის სიაში ცნობილი ტურისტული კომპანიის “უაილდ ფრონტიერის” რეკომენდაციით შევიდა. Continue reading