თუშური დაქორწილო წეს ჩვეულებები

HPIM2798საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებით მეტად მდიდარი სპეციალური ლიტერატურა არსებობს დაწყებული თამარის ისტორიკოსიდან და დამთავრებული ჩვენი დროის მკვლევრებით.
ზოგადქართული საქორწილო რიტუალის მსგავსად თუშეთში საქორწილო რიტუალის რამდენიმე საფეხური დასტურდება. ესენია: 1. დაკვალვა-გარიგება, 2. დაწინდვა, ანუ ნიშნობა, 3. საპატარძლოსთან გამოთხოვება, 4. ქორწილი და 5. საპატარძლოს სამუშაოზე გაყვანა.
აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებული ხალხური წეს-ჩვეულებანი და ლექს-სიმღერები საქართველოს ყველა კუთხეს თანაბრად როდი შემორჩენია. რაც ერთგან გამქრალა, მეორე მხარეს დაუცავს და ამდენად, ისინი მაინც ავსებენ ერთურთს და ზოგად ქართულ საქორწილო წეს-ჩვეულებებსა და მის თანმხლებ პოეზიაზე ერთიანი წარმოდგენის შემუშავების შესაძლებლობას გვიქმნიან.
თუშეთში ხატობა-დღეობებში ხდებოდა მშობლების მიერ თავიანთი სარძლო-სასიძოების შერჩევა. თუ მშობლები მოიწონებდნენ ქალ-ვაჟს, მაშინ საქმის მოსაგვარებლად `მარჯაკალს~ (შუამავალს) აგზავნიდნენ.
ქართულ ყოფასა და პოეზიაში განსაკუთრებით გამოკვეთილია `მაჭანკლის~ სახე, მისი ფუნქცია საქორწილო ცერემონიალში. გამწარებული თუში ქალი ასე მოსთქვამს მაჭანკალზე: Continue reading

ლელა თათარააიძე

თათარაიძე ლელა სტეფანეს ასული (1949) 

მომღერალი, ლოტბარი, მესაკრავე. დაიბადა 1949 წლის 3 ივლისს, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, დაბრუნდა რაიონში და მუშაობა დაიწყო ახმეტის რაიონის კულტურის განყოფილებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში მუსიკოსად, სოფელ ზემო ალვანის საშუალო სკოლის მუსიკის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად, თბილისის ფილარმონიის ფოლკლორული ანსამბლისა და საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის ფოლკლორული ანსამბლის სოლისტად. ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “თუშეთი”. 1992 წლიდან მუშაობდა თბილისის მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში მსახიობად და მუსიკალურ გამფორმებლად (გააფორმა “ნუმც რა მოგსჰლია, არწივო, ბუდეი”). პარალელურად შექმნა ქალთა ფოლკლორული ტრიო. წლების განმავლობაში მონაწილეობდა ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში), მიღებული აქვს მრავალი ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება. არაერთხელ მიწვეული იყო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გამორჩეულია მისი მონაწილეობა საფრანგეთში, ქალაქ დისა და მონპელიეში გამართულ ქართული კულტურის დღეებში. Continue reading

ახალი წელი თუშეთში

HPIM2798ახალი წელი საერთაშორისო დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. საქართველოში ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობენ. როგორც ვიცით საქართველო მრავალი კუთხისაგან შედგება და ამკუთხეებისათვის დამახასიათებელია თავიანთი სპეციფიკური რიტუალები ახალი წლის აღსანიშნავად.მე მინდა ყურადღება შევაჩერო თუშეთზე, თუ როგორ ხვდებიან ისინი ახალ წელს.
თუშებისათვის ზამთრის რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის აღნიშვნა, რომელსაც ხალხი თავის ბედსა თუ უბედობას უკავშირებს. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოკოტირს ”ქრისტეს საგძალს”, მამაკაცების სახელზე ”ბაცუკაცს”, ქალებზე ”მრგვალ კვერს”. დისახლისები ასევე აცხობენ სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს ”კერის კვერს”, შემდეგ ამ ყველა კვერს ხონზე დაალაგებენ, ზედვე ადებენ მატყლს, მარილს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. მეკვლეს საახალწლოდ ირჩევს თითოეული ოჯახი, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია ერბო, მატყლი, ყველი და ტკბილეული. ოჯახში შემოსვლისას მეკვლე პურს შემოაგორებს და იტყვის: ”შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა”. ამის შემდეგ ოჯახის წევრები სუფრას მიუსხდებიან და იწყება საახალწლო ქეიფი.

არჩევანი

dowu-005პროფესიონალმა ბლოგერებმა, ტურ-ოპერატორებმა და ტურისტებმა ინტერნეტში მსოფლიოს ის ათი საფეხმავლო მარშრუტი აირჩიეს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ იმის მიუხედავად, რომ მათ ჯერ სახელი არ გაუთქვამთ. სოფელი საფრანგეთში, კონიაკის პროვინციაში, დასახლება სიდნეიდან ორი საათის საფრენ მანძილზე, „კეაჰეა ჰალალო“, ანუ ღმერთების ბაღი ჰავაიზე და თუშეთი – ასეთია ამ მარშრუტების ოთხეული. ათეულში სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, ეგვიპტისა და ევროპის სხვა ქვეყნების დასახლებული პუნქტები შედიან. გამოკითხვა პრესტიჟულმა „Yahoo Travel”- მა ჩაატარა.

ანტისაბჭოთა ორგანიზაცია სამანი

tusheti 050ანტისაბჭოთა ორგანიზაცია სამანი 1942 წლის ზაფხულში მაშინდელი თელავის რაიონის სოფ. ზემო ალვანში შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოსათვის დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. სამანი იშიფრება როგორც – საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.
ეხლა კი ქრონოლოგიურად მივყვეთ მის ჩამოყალიბებას და განვითარებას. სამანის ჩამოყალიბების იდეა დაიბადა ჯერ კიდევ 1941 წელს, განჯის სამხედრო ნაწილში. ამ იდეას სათავეში ედგნენ გიორგი იმერლიშვილი და კოტე ხიმშიაშვილი, რომლებიც ამავე ნაწილში მსახურობდნენ. ანტისაბჭოთა იდეა მალევე განხორციელდა და ორგანიზაციად გადაიქცა თავისი მართველი ორგანოთი და კარგად გააზრებული სამოქმედო გეგმით.
ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი აქტიური წევრი იყო ზემო ალვანელი თუში გიორგი ქადაგიძე, რომელიც იმ წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი იყო. გიორგი ქადაგიძის მეშვეობით ანტისაბჭოთა ორგანიზაციას დაუკავშირდნენ ადამ ბობღიაშვილი და მიხეილ (ფანცალე) იმედაძე.
1941 წლის დეკემბრისათვის საბჭოთა მთავრობამ მათი არსებობის შესახებ შეიტყო და მისი წევრების დაპატიმრება დაიწყო. 1941 დეკემბრის თვიდან 1942 მარტამდე პერიოდში დაპატიმრებული იქნა 37 პიროვნება, მათ შორის გიორგი ქადაგიძე, რომელიც დახვრეტილ იქნა. Continue reading

თუშები უბადლო მეომრები

tusheti 036კავკასიონის მთებში მდებარე თუშეთის ისტორია პრეისტორიული ხანიდან იწყება. “ქართლის ცხოვრებისა” და ვახუშტი ბაგრატიონის “საქართველოს ისტორის” მიხედვით თუშეთი ძვ. წელთაღრიცხვის IV-III საუკუნიდან ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შემოდის და მის ჩრდილოეთის საზღვარს წარმოადგენს. აღნიშნული ხანიდან თუშეთშ დაევალა საპასუხისმგებლო მისია – დაეცვა საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთი საზღვარი გარეშე მტრისაგან, რასაც ამ კუთხემ საუკუნეების განმავლობაში წარმატებით გაართვა თავი.

გამუდმებულმა ომებმა და საქართველოს ბარისგან საკმაოდ დაშორებულმა ცხოვრებამ განაპირობა თუში ხალხის უბადლო მეომრებად ჩამოყალიბება. დიდი ვახუშტი წერდა, რომ თუშნი “არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი”, ხოლო მკვლევარმა ი.ციციშვილმა კი თუშები თავისი საქმიანობით შემდეგნაირად დაახასიათა: “არც ერთი ტომი კავკასიის მთიელებს შორის თავისი მამაცობით იმდენჯერ არ ქებულა, რამდენჯერაც თუშები. კავკასიის რომელ კუთხეში არ მოგიყვებიანთ თუშების ვაჟკაცობის შესახებ.” თუშეთის შეუვალობა და მისი ტომის შეუდრეკელობა თუშებმა კარგად გამოხატეს რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძისადმი 1657 წელს მიწერილ წერილში: “ჩვენ მაგარს ალაგას ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის საქართველოს ყაენი ებრძვის და ჩვენ არც შემოგვიშვია ყაენის კაცი და სადაც მოგვიხელებია მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია…”. Continue reading

თუშური ყველი

girevi 001საუკეთესო გუდის ყველი მეცხვარეობით განთქმულ მხარეში, თუშეთში მზადდება. დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიური პროცესი ძირითადად შენარჩუნებულია, თუმცა, არსებობს მიზეზები, რის გამოც გუდის ყველის ხარისხი ბოლო 100 წლის განმავლობაში მაინც დაკნინდა.

ეთნოგრაფ გიორგი ბოჭორიძის გადმოცემით, 100 წლის წინ თუშური გუდის ყველი აუცილებლად ნაღებმოუხდელი რძისგან კეთდებოდა, რის გამოც ცხიმიანობით გამოირჩეოდა და ძალიან გემრიელი იყო. სამწუხაროდ, ეს ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პირობა დღეს ზოგჯერ ირღვევა ხოლმე. Continue reading

თუშური დიალექტი

tusheti 034ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ერთ-ერთ წყაროს თუშური დიალექტი წარმოადგენს, რომელიც მდიდარია ძველი და ახალი ლექსიკური ფორმებითა და ენობრივი მოვლენებით. თუშურის ლექსიკაში უფრო მეტადაა დამოწმებული ძველი ქართული ენის ლექსიკის ერთეულები, ვიდრე რომელიმე სხვა დიალექტში. თუშური იმითაც არის საყურადღებო, რომ მასში დღემდე დაცულია ქართველი ერის მატერიალური კულტურის სხვადასხვა დარგის – ტანსაცმლის, იარაღის, ზომა-წონისა და სხვათა სახელწოდებები, ღვთაებათა, დღეთა უძველესი სახელები, რომლებიც დღეს ქართულში გაუჩინარებულია. განსაკუთრებით საინტერესოა მეცხვარეობასთან დაკავშირებული ლექსიკა, რომელიც უხვად შემოგვინახა თუშურმა. Continue reading

თუშური თექა

girevi 013თექის დამზადების ტექნოლოგია დღემდე დიდ ინტერესს იწვევს ქალბატონებში. მისი დამუშავება და მომზადება საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ შედეგი ყოველთვის საუცხოოა. როგორ დავეუფლოთ ამ ხელსაქმეს და როგორ დავამზადოთ მისგან ტანისამოსი თუ ათასი სხვადასხვა აქსესუარი, .
 რა არის თექა? 
– თექა ჩვეულებრივი მატყლია, რომლისაგანაც, ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ, საბნებს ამზადებენ. იმისათვის, რომ მან თექის სახე მიიღოს, აუცილებელია მისი საგულდაგულოდ დამუშავება. აი, ეს ყოველივე კი შრომატევადია, თუ არ იცით თექის დამუშავება, გაგიჭირდებათ მისი საბოლოო სახის მიღება. საკმაოდ საინტერესოა ყოველივე და ამავე დროს ულამაზესი.
როგორ მიმდინარეობს თექის დამუშავება? 
თექის დამუშავება შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად. პირველ რიგში, იგი უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში, შემდეგ კი ისე გამოვაშროთ, რომ მატყლმა ნესტი არ შეინარჩუნოს. გაშრობის შემდეგ, დავაუთოვოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იგი ძალიან კარგად უნდა გამოშრეს. ეცადეთ მატყლი არ დაწვათ და ისე გააუთოოთ. ასევე თექის დამუშავებაში შედის მისი შეღებვაც. იგი იღებება ბუნებრივი და ხელოვნური საღებავებით. რა თქმა უნდა, სასურველია გამოვიყენოთ ბუნებრივი საღებავები, რადგან ასე დამუშავებული მატყლი უფრო თბილი ფერებით გამოირჩევა, მას ეტყობა, რომ ბუნებრივია და არა ხელოვნურად შეღებილი და ხელოვნური საღებავებით გაჯერებული. გაინტერესებთ, რითი იღებება? ესენია: ბროწეულის ტოტები, კაკლის წენგო, ენდრო და სხვა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასე თექა ფერს დიდხანს ინარჩუნებს და არ ხუნდება. Continue reading

გიორგი ანწუხელიძე

xvtaeba 001

ის ერთი ალვანელი ალვასავით მაღალი თუშის ბიჭი იყო. დღეს გმირია. დედამისს დღემდე არ სჯერა რომ ის მკვდარია. და როგორც ორჯერ ორი რომ ოთხია ისე იცის რომ მისი შვილი ცოცხალია. დღემდე ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალსის შვილს დღესაც ელის. ელის რადგან ასე უთხრა ოსის ქალმა, ნათესავმა რომლის შვილიც ოსურ ჯარში მსახურობსთუმცა სხვას ამბობსდეენემი“…

გიორგი ანწუხელიძე ახმეტაში, ალვანში დაიბადა, გაჭირვებულ ოჯახში, 13-იოდე წლის ბიჭი იყო, მეწყერმა მათი სახლი რომ დაანგრია და ოჯახი აიყარა და ვაზიანში გადმოვიდა. მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს რომ მის გმირ მეუღლეს დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ავადმყოფი იყო, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდან დააწვა მძიმე ტვირთი – დედასთან ერთად ის ინახავდა ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას, მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და მას შემდეგ ჯარში მსახურობდა, 24 წლის 18 აგვისტოს უნდა გამხდარიყო… Continue reading