HPIM2798

 

 

 

 

 

 

 

ეს გაზაფხულის თოვაა,
თუ იასამნის ფერება,
არ გიყვარვარ და მაშ შენი,
თვალები რად მეფერება.
რატომ ხარ ასე თბილი და,
გულზე რად მირჩენ იარებს,
შენამდე ვერვინ ვიპოვე
არადა ბევრი ვიარე.
სავალ გზას შენთან მოვყავდი,
და მთის ბილიკებს ტიალებს,
მიყვარხარ მითხრეს თვალებმა,
სამყარო ფეხქვეშ ზრიალებს.
და მეც დავდუმდი დავწყნარდი,
თითქოს დუღილი შევწყვიტე,
ახლა მე შენით ვვაღამებ,
და დილას ვიწყებ შენითვე.
ვერ ვხვდები თოვლის ფიფქია,
თუ იასამნის ფერება,
არ მიყვარხაარო?მაშ შენი
თვალები რად მეფერება

(soso omaidze)

 

tusetisken-002ვიწრო ბილიკით მოველ ბარიდან,

გადმოვიარე სამრულის წყალი,

ახლა აღმართზე მივიჩქარი და

გასდევს ხეობებს მშიერი თვალი.

მოდის ბღავილი საჯიხვე მთიდან,

ქედებს ახურავთ მწვანე საბანი,

ჯანღი მოცურავს ბამბაზე წმინდა

დილის ცრემლებით გადანაბანი. Continue reading

tusheti 020ჩრდილი მოესხა ცხოვრებას მაშინ

ჟამიც უზნეოდ თურმე დიოდა,

როცა შენი ხმა მთებიდან მთაში

გოლიათურად გადაჰკიოდა.

როცა ვაჟკაცად შობილის ბარგი

იყო ხმალი და ორბის მხნეობა, —

“ყალჩაღიანი”, გატეხილ წარბით

ბახტრიონისკენ დაჰყევ ხეობას. Continue reading

….

diklo 004ყალყზე შეყენებულ უბელო რაშების
ჭიხვინი გაჰკვეთავს ატეხილ დეკიანს,
უდრეკი სულებით დოღში პაექრობა,
სწყურიათ ვაჟკაცებს,მეცხვარის თექიანს.

მწყობრად დაწყობილნი მიჰქრიან მერნები,
ლაჟვარდში ნაპერწკლებს ანთებენ ნალები,
ღიმილლი უხდებათ ახოვან ჭაბუკებს,
და შეუდრეკელი ქორული თვალები.

მთებში გამოზრდილი ლაღი ულაყები,
კლდოვან ბილიკებზე ფლოქვს არ აკარებენ,
შმაგად მოვარდნილი, ხევივით მჩქეფარე,
სისხლით გამარჯვების სურვილს ატარებენ.

მწველი მოლოდინით ივსება სივრცე და
ყველას გამოასწრებს მხედარი ერთ-ერთი,
სწრაფად გადიქროლებს სანიშნე ადგილზე
ძუა გამოკრული გულფიცხი ფეხთეთრი.

წინ მიაგებებენ ჯიხვის რქით ალუდს და
გაოფლილ ბედაურს ბალღებს მიანდობენ,
ძველ თუშთა ჯირითის, მხედრობის ლეგენდებს
ხატები, ბილიკნი, მთები მიამბობენ.

თეა ელანიძე

tusheti 023 ეგ ყორნისფერი თვალები ღია

დაბინდულ სივრცეს ხარბადა სვამენ,
მოსწყვიტე მზერა მიდამოს მთიანს,
ალაპარაკდი, მითხარი რამე.
ქვევით ალაზნის ზვირთები კრთიან
და იდუმალად შრიალებს ღამე.
ნუთუ მოგწყინდა ჩემი ალერსი,
ნუთუ მანძილმა გრძნობა დაბინდა?! Continue reading

balaxi bakurianiთოვს.ქანაობს ჩემ ხსოვნაში სიყმაწვილის ჩამოთოილ მთაი.
ქარი. ქარს წაქვ ნანაობით
მიმინოსად ძალით წართმულ ფრთაი.
თოვსად თეთრდებ ჩემ ხსოვნაში
უბაჭისაკ წამოალა გზაი. Continue reading