Category Archives: Uncategorized
თუშეთი
საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში, ტურისტული სეზონი იწყება, ვისაც სურს, რომ წელს ერთ-ერთი პირველი იყოს, ვინც თუშეთის სილამაზით დატკბება, შემოგვიერთდით სამ დღიან ტურზე და იმოგზურეთ თუშეთში, დატკბით ამქვეყნიური სამოთხით ყველაზე იაფად, თქვენ იხილავთ ომალოს, დართლოს, დიკლოს, შენაქოს, დოჭუს და სხვა უამრავ საინტერესო სოფელს და ისტორიულ ძეგლებს
გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას
რომ ვყვარებოდი მწყემსთა სალამურს
სასტუმრო თუშეთი
საქართველოს ულამაზეს კუთხეში მოგზაურობის მსურველთათვის !!! ვიწყებთ თუშეთში 2 -3 -4-5დღიან ჯიპ ტურებს. მოგემსახურებიან პროფესიონალი გიდები და მძღოლები, თქვენ თავს ჩვენთან უსაფრთხოდ იგრძნობთ…. ვისაც სურვილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა დაგეგმილ ტურებში. მოგვწერეთ მეილზე.soso-omaidze@mail.ru ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე:557-980-917
ტური დაა მარშრუტი შედგება ვიზიტორთა ნების და დროის მიხედვით
ამ გვერდზე დაიდება სიახლეები მომავალ ტურებთან დაკავშირებით. ინდივიდუალურად შევარჩევთ თქვენთვის სასურველ თარიღს ტურების მოსაწყობად. დამატებითი ინფორმაციისთვის დამირეკეთ .557-980-917 თუშეთი კუთხეა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, სილამაზით მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გაგყვებათ…….
3დიანი ტურის ფასი 240 ლარი Continue reading
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ფიქალის ქვით სარგებლობა ნებადართული გახდა
12 აგვისტოდან თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ნებადართული გახდა მშენებლობის მიზნით ფიქალის ქვით სარგებლობა. შესაბამისი ცვლილება „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. ცვლილების თანახმად, ფიქალის ქვის მოპოვება სპეციალური წესით უნდა მოხდეს, რომელსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. Continue reading
ომალო
თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალ სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის გავლით (2 926 მ) ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის განმავლობაში რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაშიც ტრაქტორების საშუალებით გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეების ნაშალისგან. თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი, მაღალბორბლიანი ტრანსპორტითაა შესაძლებელი. თბილისიდან ომალომდე ჩასვლას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.
სოფელი ომალო ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო, ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. Continue reading
თუშეთის ტურისტული პოტენციალი
თუშეთი თავისი თოვლიანი მწვერვალებით, გაშლილი მთებითა და საძოვრებით, უნიკალური ფიჭვის ტყეებით, კამკამა ნაკადულებითა და წყალუხვი მდინარეებით, ძველი სოფლებითა და ნასოფლარებით, მუდამ იზიდავდა მნახველს. ახლაც უამრავი ტურისტი და მოგზაური სტუმრობს, როგორც საქართველოდან, საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც. Continue reading