ადათ-წესები

 თუშეთში, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ბარად ჩასახლდა და ახალი ცხოვრების რიტმში ჩაება, ბევრი ტრადიცია წარსულს ჩაბარდა, ბევრმა ცვლილება განიცადა, მაგრამ ბევრი ტრადიცია დღესაც ცოცხალია. თუშურ ქორწილში დღესაც მოაქვს დედისძმას ჯვარი. დედისძმობის ინსტიტუტი დღესაც დიდ როლს თამაშობს მიცვალებულთა რიტუალებში. ზაფხულის საღმრთო დღესასწაულების ციკლი “ათნიგენობა” დღესაც ისევე საზეიმო ვითარებაში ტარდება თუშეთის სოფლებში, როგორც უწინ. იხარშება ალუდი, იკვლება საკლავი, გარმონზე შესრულებული ადგილობრივი მელოდიებით ტკბებიან სტუმრები.

Continue reading

ლეგენდა

დევების წყარო
“ხახა” სოფ. ვეძისხევის მიტოვებული სალოცავია. სოფ. კოკლათის ზემოთ, პატარა ქედის თხემზე არის მოქმედი სალოცავი “აფორა”. ხახისა და აფორის დრეობა ერთ დღეს სცოდნიათ.
 
ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით აფორას სალოცავთან ამოთხრილ ორმოში ჭედილას ისე ჩააყენებდნენ, რომ შიგ ჩამდგარ ჭედილას ზურგი მიწის ზწდაპირზე უსწორდებოდა. ხახიდან გამოაქცევდნენ ცხენებს და მხედარს ცხენდაცხენ ეს ჭედილა უნდა აეტაცებინა. ვინც ამას შეძლებდა, ცხვარიც მისი იყო,ხახასა და აფორას შორის გაშლილი ვაკეა, რომელზედაც არის ჭაობიანი ადგილი “დევების წყერო”. გადმოცემით, დოღის დროს ერთ დედისერტა ბიჭს ცხენი შევარდნია და თავის ცხენიანად დევების წყაროში დანთქმულა. ჭაობის ზედაფირზე მხოლოდ ქუდი და მათრახი დარჩენილა. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ ხახისა და აფორის დღეობა გაუქმებულა.

90-იანების ნაგავსაყრელები

magariaa 🙂

გავუფრთხილდეთ გარემოს

90-იანი წლების ბოლოს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში წერილი შევიდა. „საქართველოს რკინიგზა“ სამინისტროს გერმანიიდან ნარჩენების შემოტანის ნებართვას სთხოვდა. გერმანია საკუთარ რკინიგზას აახლებდა, რეკონსქტრუქციის ნარჩენების განთავსება კი ე.წ. განვითარებული ევროპული ქვეყნისთვის ძვირადღირებული თავსატეხი იყო.
რისთვის უნდა დასჭირვებოდა ე.წ. განვითარებად საქართველოს გერმანული რკინიგზის ნაყარი? რელსებს შორის ჩაშენებული ხის განძელი ქვანახშირის ზეთითაა გაჟღენთილი და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის – კანის ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს.

View original post 256 more words

ალავერდი

xvTaeba 008

 

 

 

 

 

 

 

ერთ დღიანი ტური ალავერდის მონასტერში ასევე მოვინახულებთ შუამთის ეკლესიას და იყალტოს აკადემიას.

თბილისი-შუამთა-იყალთო-ალავერდი-თბილისი.

ფასი ერთ ვიზიტორზე 50ლარი.

ფასში შედის ტრანსპორტირება შუადღის პიკნიკი.

ტური  მოეწყობა 5ვიზიტორიდან.

557-980-917სოსო

ტური თუშეთში

tusjeti 042

 

 

 

 

 

მოეწყობა 2-3დღიანი ტურები საქართველოს ულამაზეს კუთხეში თუშეთში,

ტურები მოეწყობა შაბათ-კვირას,

ასევე კვირის ნებისმიერ დღეებში ვიზიტორთა სურვილის მიხედვით

ტურის ფასი:

2დღიანი ტური ერთ ვიზიტორზე 160ლარი

3დღიანი ტური ერთ ვიზიტორზე 200ლარი

ფასში შედის სასტუმრო, კვება, მანქანის მომსახურება ადგილზე,გზა თელავიდან-თელავამდე.

საკონტაქტო ტელეფონი:557-980-917

Willkommen

tusheti 006

 

 

 

 

 

Tusheti ist eine Wunderschöne Region, im Nordosten Georgiens. Dises kleines Paradies liegt in den nördlichen Hängen des Kaukasus. Ans Gebiet Tuscheti grenzen: ostlich Daestani, westlich Pshavi-Chevsureti und südlich Kachetien(pashavi und Kachetien sind Provinzen Georgiens). Die Bevölkerung der Region sind vor allem ethnische Georgier (Tushs). Tuscheti ist für uhralte, einzigartige Baudenkmäler und wilde Natur bekannt. Ein Ort für Wanderungen und Entdeckungsreisen. Region Tusheti ist ein Juwel im großen Kaukasus, die nur von Anfang Juni bis Anfang Oktober erreicht werden kann. Viele Tushs arbeiten im zivilen Leben als Piloten, Ärzte, Anwälte und Geschäftsleute und werden in Georgien für klug, gesellig, mutig, unternehmungslustig und Humorvoll gehalten. Während die Familien früher ganzjährig in den Bergen lebten, begann im 18. und 19. Jahrhunderten eine Migration in die üppige Weinregion Kachetien. Heute leben die meisten Tushs in den Dörfern Semo (Ober-) und Kvemo (Unten-)-Alvani

HPIM2798

 

 

 

 

 

 

 

ეს გაზაფხულის თოვაა,
თუ იასამნის ფერება,
არ გიყვარვარ და მაშ შენი,
თვალები რად მეფერება.
რატომ ხარ ასე თბილი და,
გულზე რად მირჩენ იარებს,
შენამდე ვერვინ ვიპოვე
არადა ბევრი ვიარე.
სავალ გზას შენთან მოვყავდი,
და მთის ბილიკებს ტიალებს,
მიყვარხარ მითხრეს თვალებმა,
სამყარო ფეხქვეშ ზრიალებს.
და მეც დავდუმდი დავწყნარდი,
თითქოს დუღილი შევწყვიტე,
ახლა მე შენით ვვაღამებ,
და დილას ვიწყებ შენითვე.
ვერ ვხვდები თოვლის ფიფქია,
თუ იასამნის ფერება,
არ მიყვარხაარო?მაშ შენი
თვალები რად მეფერება

(soso omaidze)

თუშეთი

tusheti 033თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. Continue reading

თუშეთის მოკლე ისტორია

HPIM2798თუშეთში განლაგებულია ძველი სოფლები და ნასოფლარები, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიან შუა საუკუნეების ციხეკოშკები, თავად თუშთა მომთაბარე და რომანტიული ცხოვრების წესით და საზაფხულო ხატობა-დღეობებით, მუდამ მრავლად იზიდავდა მნახველს. თუშების სტუმართმოყვარეობა კი ყოველთვის იყო ტურისტის თუ დამთვალიერებლის უსაფრთხოების გარანტი. თუშეთი მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა. ეს მიუვალი მთიანი მხარე დაბალი და მუხლმაგარი თუშური ცხენის და მეცხვარეების ერთგული თანაშემწის – ქართული ნაგაზის სამშობლოა. ჩხვარმეცხვარეობამ თუშეთში სახალხო რეწვის განვითარება გამოიწვია. თუში ქალები მატყლისგან მართლაც რომ საოცრად სადა და ლამაზ, ბუნებრივი საღებავებით შეფერილ ნაკეთობებს ქმნიან – წინდებითა და ჩითებით დაწყებული, თუშური ფარდაგებით დამთავრებული.

თუშეთი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილია. ტურისტებს იზიდავს მისი თვალწარმტაცი ბუნება, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ ტურისტული მომსახურების სხვადასხვა სახით. თუშეთში კეთილმოწყობილია საოჯახო სასტუმროები.