თუშეთი

indurta-003საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში, ტურისტული სეზონი იწყება, ვისაც სურს, რომ წელს ერთ-ერთი პირველი იყოს, ვინც თუშეთის სილამაზით დატკბება, შემოგვიერთდით სამ დღიან ტურზე და იმოგზურეთ თუშეთში, დატკბით ამქვეყნიური სამოთხით ყველაზე იაფად, თქვენ იხილავთ ომალოს, დართლოს, დიკლოს, შენაქოს, დოჭუს და სხვა უამრავ საინტერესო სოფელს და ისტორიულ ძეგლებს

Continue reading

გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას

wyarostavi020

 

 

 

 

 

 

 

თუშეთში ტურისტული სეზონის დასასრულს 19-20-21სექტემბერს გთავაზობთ სამდღიან მოგზაურობას თუშეთში,

გასვლა თბილისიდან 07.30წთ

ფასი ერთ მსურველზე 230ლარი

თანხაში შედის გზა, სასტუმრო, კვება

მსურველები დამიკავშირდით 557-980-917

გისურვებთ ლამაზ და სასიამოვნო დასვენებას

სასტუმრო თუშეთი

17072012641 საქართველოს ულამაზეს კუთხეში მოგზაურობის მსურველთათვის !!! ვიწყებთ თუშეთში 2 -3 -4-5დღიან ჯიპ ტურებს. მოგემსახურებიან პროფესიონალი გიდები და მძღოლები, თქვენ თავს ჩვენთან უსაფრთხოდ იგრძნობთ…. ვისაც სურვილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა დაგეგმილ ტურებში. მოგვწერეთ მეილზე.soso-omaidze@mail.ru ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე:557-980-917

ტური დაა მარშრუტი შედგება ვიზიტორთა ნების და დროის მიხედვით
ამ გვერდზე დაიდება სიახლეები მომავალ ტურებთან დაკავშირებით. ინდივიდუალურად შევარჩევთ თქვენთვის სასურველ თარიღს ტურების მოსაწყობად. დამატებითი ინფორმაციისთვის დამირეკეთ .557-980-917 თუშეთი კუთხეა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, სილამაზით მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გაგყვებათ…….

3დიანი ტურის ფასი 240 ლარი Continue reading

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ფიქალის ქვით სარგებლობა ნებადართული გახდა

HPIM2185

სამშაბათი, 12 აგვისტო 2014 16:11

12 აგვისტოდან თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ნებადართული გახდა მშენებლობის მიზნით ფიქალის ქვით სარგებლობა. შესაბამისი ცვლილება „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. ცვლილების თანახმად, ფიქალის ქვის მოპოვება სპეციალური წესით უნდა მოხდეს, რომელსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. Continue reading

ომალო

თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალ სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის გავლით (2 926 მ) ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის განმავლობაში რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაშიც ტრაქტორების საშუალებით გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეების ნაშალისგან. თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი, მაღალბორბლიანი ტრანსპორტითაა შესაძლებელი. თბილისიდან ომალომდე ჩასვლას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.

სოფელი ომალო ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო, ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. Continue reading

თუშეთის ტურისტული პოტენციალი

თუშეთი თავისი თოვლიანი მწვერვალებით, გაშლილი მთებითა და საძოვრებით, უნიკალური ფიჭვის ტყეებით, კამკამა ნაკადულებითა და წყალუხვი მდინარეებით, ძველი სოფლებითა და ნასოფლარებით, მუდამ იზიდავდა მნახველს. ახლაც უამრავი ტურისტი და მოგზაური სტუმრობს, როგორც საქართველოდან, საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც. Continue reading

წოვა-თუშები ქართულ სოციოკულტურულ სამყაროში

  ისტორიულად თუშები ცხოვრობდნენ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მთიანეთში ოთხ საზოგადოებაში: წოვა, გომეწარი, პირიქითი, ჩაღმა; მათგან  წოვები  და, ნაწილობრივ, პირიქითელები მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ, რამდენადაც ოდითგანვე მათ სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენდა  მეცხვარეობა. ამან განაპირობა წოვა–თუშების სოფლების გაშენება როგორც მთაში, ისე ბარში.  მთაში მათ ჰქონდათ სოფლები: ინდურთა, მოზართა, ეთელტა, ნაზართა, წარო, შავწყალა, საგირთა დანადირთა,  ბარში კი, პანკისის ხეობაში: ომალო, ხალაწანი, ბაწარა, ბირკიანი და სხვაალვანის ველზე – ბახტრიონი, წიწალყურე, მუხროვანი, გურგალჭალა, ოთხთვალა, ალონი, ლაფანყურე და ბაიჩლაყურე. სტიქიური უბედურებების გამო (1861 წელს წაილეკა წოვათის სოფელი საგირთა) მოსახლეობამ  თუშეთიდან  ნელ-ნელა ბარში გადმოსახლება დაიწყო და ძირითადად ალვნის ველზე, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, დამკვიდრდა. ეს ადგილები ჭაობიანი იყო, ამიტომ XX საუკუნის დასაწყისში მათ ააშენეს პირველი გეგმიური სოფელი  –  ალვანი,  რომელსაც შემდგომ ზემო-ალვანი დაერქვა,  რამდენადაც მოგვიანებით აშენდა ჩაღმების სოფელი – ქვემო-ალვანი. წოვა-თუშები არიან მართმადიდებლები დღიდან საქართველოს გაქრისტიანებისა; ეწევიან საკუთარ სამეურნეო საქმიანობას (მეცხვარეობას), რაც მათ აძლევს საშუალებას, შექმნან იმდენი სიმდიდრე, რომ თვითონაც  იცხოვრონ და სახელმწიფოს ხაზინაშიც   შეიტანონ თავიანთი წვლილი.

Continue reading

სტუმარმასპინძლობა

ცხენოსანი მგზავრი სოფლის სიახლოვეს ჩამოქვეითდება და ვიდრე არ გასცდება სოფელს, ცხენ- ზე არ  შეჯდება. ეს წესი Dდღესაც ცოცხალია  და  მას გულდასმით   იცავენ.   მის   დაცვას   ელიან   სტუმრისაგანაც.
სოფელზე ამხედრებული გავლა ტრადიციულ საზოგადოებაში მოძალადე მტერთან იყო  ასოცირებული და სოფლის შეურაცხყოფას ნიშნავდა. შემდგომში ამ ჩვეულებამ დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა და სოფლის მიმართ კეთილგანწყობის უსიტყვო გამოხატ- ულებისა და მისალმების ჟესტის მნიშვნელობა შეიძინა.

Continue reading