თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ფიქალის ქვით სარგებლობა ნებადართული გახდა

HPIM2185

სამშაბათი, 12 აგვისტო 2014 16:11

12 აგვისტოდან თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ნებადართული გახდა მშენებლობის მიზნით ფიქალის ქვით სარგებლობა. შესაბამისი ცვლილება „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. ცვლილების თანახმად, ფიქალის ქვის მოპოვება სპეციალური წესით უნდა მოხდეს, რომელსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ კანონი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ითვალისწინებდა მხოლოდ შეზღუდული სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, რაც არ მოიცავდა ფიქალის ქვის გამოყენების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ თუშეთის დაცულ ლანდშაფტში ფიქალის ქვა წარმოადგენს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების, ასევე, ინვესტორებისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის აუცილებელ სამშენებლო მასალას, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა მშენებლობისას, რათა არ დარღვეულიყო თუშეთის დაცული ტერიტორიის უნიკალური ლანდშაფტი.

„თუშეთის დაცული ლანდშაფტი“ საქართველოში პირველი დაცული ლანდშაფტია. შეიქმნა 2003 წელს (31,518 ათასი ჰა). ამ კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და ეკოტურიზმის განვითარება კონსერვაციის მიზნების ხელშესაწყობად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s