თუშური ტრადიციები

diklo 004ულამაზესი  თუშეთი მდიდარია ისტორიული ძეგლებითა და ტრადიციებით. აქ ჩამოსულებს ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეგიძლიათ. ნახავთ როგორ ემზადებიან თუშები დღეობებისათვის, სადაც სტუმრებს საგულდაგულოდ მასპინძლობენ.

თუშების საკულტო დღეობების ციკლი-ათნიგენობები აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ ჯვარში გარკვეული კალენდარული თანმიმდევრობით ტარდება კულტმსახურება. ათნიგენობის მასპინძელია “შულტა”, სოფლის მიერ არჩეული ჯვარის ყმა.

გართობისა და ლხინის გარეშე  ათნიგენობა არ ჩაივლის. თუშური დღეობა ტრადიციული ლუდის გარეშე წარმოუდგენელია. დღეობისათვის ლუდი  სპეციალურად იხარშება და მას თუშები ალუდს ეძახიან. ამ ალუდით დღეობაზე მისულ ყველა სტუმარს სიამოვნებით უმასპინძლდებიან.

აქაური დღეობები დოღის გარეშე  არასდროს მთავრდება. ულამაზესი სანახავია როგორ მოაქროლებენ ცხენებს მხედრები თუშეთის მთებზე.

დღესასწაული ხალხური ხელოვნების დიდებულ ფესტივალს წარმოადგენს, რომელშიც განსაკუთრებული სიხარულით ერთვებიან ადგილობრივი თუ სტუმრად ჩამოსული ბავშვები. ყველაზე პატარები საღებავითა და ფუნჯით თანამედროვე, ავანგარდული ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან ამ ადგილებში გავრცელებულ ფიქალზე.

ქალები დახელოვნებულები არიან, ქსოვასა და ნაბდისა და თექის თელვაში. ხალხური ხელოვნების მოყვარულებს შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი “ჩითები”, ნაბდის ქუდი და ქეჩები.

დღეობის დროს სოფელში მოხვედრილ სტუმარს აუცილებლად მიიპატიჟებენ სუფრაზე და თუშები ამ დროს ყურადღებას არ აქცევენ, თუ რა აღმსარებლობისაა სტუმარი.

გუდის ყველი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტია თუშურ, ქართულ და მსოფლიო კულინარიაში. თუ უცხოელი ბრძანდებით და ეს საოცრება ჯერ არ დაგიგემოვნებიათ, მაშინ გეტყვით, რომ ეს ყველი თვისებებით ფრანგულ როკფორს ჰგავს, ოღონდ ცისფერი ობის გარეშე. გირჩევთ სასწრაფოდ ამოხვიდეთ თუშეთში და დააგემოვნოთ.

მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის დამზადების ტექნოლოგიური საიდუმლოებანი. თუშური ცხვრის ყველი “გუდის ყველის” სახელითაა ცნობილი, რადგან ყველის საგემოვნო თვისებების საბოლოო სრულყოფა სპეციალურად დამუშავებულ ცხვრის ტყავში, “გუდაში” ხდება.

თუშური ყველის გარდა განთქმულია ხინკალი (ხორცის გულიანი მოხარშული კვერები), კოტორი (ხაჭაპური), ხავიწი და სხვ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s